იაკანასებრნი
იაკანასებრნი[1] (ლათ. Jacanidae) — ფრინველთა ოჯახი მეჭვავიასნაირთა რიგისა. ცნობილია 6 გვარის 8 სახეობა. მათი სხეულის სიგრძეა 20–58 სმ, მასა 80–170 გრამი. შეხედულებითა ცხოვრების წესით წინტალებს წააგვანან. ნისკარტი შედარებით მოკლეა, ფეხები არათანაზომიერად დიდი, აქვთ ძალიან გრძელი თითები და ბრჭყალები, რის დახმარებითაც თავისუფლად შეუძლიათ სირბილი მცურავი მცენარეულობით დაფარულ წყალსატევებზე. ფრთები შედარებით მოკლე და ფართოა, მტევნის ნაკეცზე ჩვეულებრივ განვითარებულია რქოვანი დეზი. შეფერილობა კაშკაშა და კონტრასტულია, აქვთ კანის საყურეები და შუბლის ბალთები. დედალი მამალზე რამდენადმე დიდია, რაც დაკავშირებულია სქესობრივი როლების დივერსიასთან: რიგ სახეობებში კრუხობს და ბარტყებზე ზრუნავს მამალი. დედალი 4 კვერცხს დებს. იკვებებიან წყლის და წყლისმახლობელი უხერხემლოებით, თავკომბალებით, ლიფსიტებით, თესლებით. მკვიდრი ფრინველებია, გავრცელებული არიან მთელი მსოფლიოს ტროპიკების მტკნარ წყალსატევებზე.
იაკანასებრნი | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
წყლის ხოხბურა (Hydrophasianus chirurgus) | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Jacanidae (Stejneger, 1885) | |||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- Коблик Е. А. ЯКАНОВЫЕ // Большая российская энциклопедия. т. 35. — М., 2017. — стр. 659.