თუში, ჭურის ურემი — დიდი ქვევრების გადასატანი დაბალი ურემი, რომელსაც აჩაჩა ურმისაგან განსხვავებით ბორბლების მაგიერ ღერძზე ხის საგორავები ჰქონდა დამაგრებული. შემონახული იყო ზემო იმერეთის ერთ-ერთ მიკრორაიონში (საჩხერის მუნიციპალიტეტი). თუშს, როგორც შერეული ტიპის სპეციალური საზიდ საშუალებას, იყენებდნენ ზემო იმერეთის ხალხურ კერამიკულ ცენტრებში (შროშა, ბეღლევი, ბოსლევი) დიდი საღვინე ქვევრების გადასაზიდად მეღვინეობის რაიონებში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გეგეშიძე მ., ქართული ხალხური ტრანსპორტი, ტ. 1, თბ., 1956;
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=თუში&oldid=3539405“-დან