თურქეთის საკონსტიტუციო ისტორია

თურქეთის საკონსტიტუციო ისტორია დასაბამს იღებს „Sened-i İttifak“-ით, რომელიც 1808 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება. მაჰმუდ II-ის პერიოდში, მუსტაფა-ფაშა ბაირაქთარი მიერ მომზადებული დოკუმენტი 1808 წლის 29 სექტემბერს ხელი მოეწერა რუმელელი და ანატოლიელი მთავარ კაცებსა და ოსმალეთის სახელმწიფოს შორის, რომ ცენტრალური ხელისუფლება დომინირებდეს ამ პროვინციებში. ეს დოკუმენტი თურქეთის ისტორიაში პირველ „კონსტიტუციურ დოკუმენტად“ ითვლება, რადგან თურქეთის ისტორიაში პირველად ოსმალეთის იმპერიის სახელმწიფო ძალაუფლება შეიზღუდა. 1839 წლის 3 ნოემბერს გამოცხადდა მუსტაფა რეშიდ-ფაშას მიერ მომზადებული „რეორგანიზაციის საიმპერატორო ედიქტი“, აბდულმეჯიდ I-ის პერიოდში. იმპერატორი ამ იმპერიული ბრძანებით დაიფიცა, რომ ის ამის შემდეგ პოლიტიკაში მარტო ბრძანებით და კანონებით იხელმძღვანელებს. „Hatt-ı Hümayun“, რომელიც შეავსო და გააძლიერა იმპერიული ბრძანება , 1856 წელს აბდულმეჯიდის მიერ გამოცხადდა.

საუკუნეების მანძილზე თურქეთს ჰქონდა ბევრი კონსტიტუცია და შეიძლება ხასიათდებოდეს სახელმწიფო ერის, დემოკრატიზაციისა და საერთაშორისო სამართლის აღიარების მყარი ნიშნებით. თანამედროვე კონსტიტუციური ერა იწყება რესპუბლიკის დაარსებიდან. თურქეთის პირველი კონსტიტუცია 1921 წელს მიიღეს, შემდეგ 1924, 1961, 1982 წელს ახალი კონსტიტუცია მიიღეს, რომელიც 2010 და 2017 წელს შესწორება შევიდა. ბოლო საკონსტიტუციო რეფერენდუმით, თურქეთის რესპუბლიკის დაარსებიდან პირველად, ქვეყანა საპარლამენტო სისტემიდან საპრეზიდენტოზე გადავიდა.[1][2][3]

  • 1876: 1876 წლის ოსმალეთის კონსტიტუცია, ოსმალეთის იმპერიის პირველი საკონსტიტუციო ეპოქა (1876-78)
  • 1909: 1876 წლის კონსტიტუციის ცვლილება და ოსმალეთის იმპერიის მეორე საკონსტიტუციო ერა (1908-20)
  • 1921: 1921 კონსტიტუცია; თურქეთის რესპუბლიკის პირველი კონსტიტუცია; ჩამოყალიბდა ერთპალატიანი საკანონმდებლო ორგანო — დიდი ეროვნული ასამბლეა
  • 1924: 1924 წლის შესწორებული კონსტიტუცია
  • 1961: 1961 კონსტიტუცია; ჩამოყალიბდა პარლამენტის ზედა პალატა — სენატი, შეიქმნა ორპალატიანი სისტემა
  • 1982: 1982 კონსტიტუცია; გაუქმდა სენატი, პარლამენტი გადაიქცა ერთპალატიან ორგანოდ
  • 2010: შევიდა ცვლილებები 1982 წლის კონსტიტუციაში
  • 2017: რეფერენდუმის შედეგად, 1982 წლის კონსტიტუციაში შევიდა მორიგი ცვლილებები, რომლის მიხედვით, თურქეთი საპარლამენტოდან საპრეზიდენტო მმართველობის სისტემაზე გადავიდა

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. The Grand National Assembly of Turkey. (2016-07-15) Constitution Of The Republic Of Turkey. The Grand National Assembly of Turkey. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-02-09. ციტირების თარიღი: 2016-07-15
  2. Draft proposal tr (2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-12-16. ციტირების თარიღი: 2008-01-01.
  3. Yavuz, Ercan (2008-01-01). „New constitution to dominate 2008“. Zaman. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-02-13. ციტირების თარიღი: 2008-01-01.