სულხან თურმანიძე
(გადამისამართდა გვერდიდან თურმანიძე, სულხან)
სულხან თურმანიძე — გორის მოურავი XVI საუკუნის დასასრულს. ქართლის მეფის სიმონ I-ის თანამებრძოლი. 1599 წელს მონაწილეობდა თურქ დამპყრობთაგან გორის ციხის განთავისუფლებისათვის ბრძოლაში.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973
- აკოფაშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 11.