თუნის ტბა (გერმ. Thunersee) — ტბა შვეიცარიაში, ბერნის კანტონში. მდებარეობს ზღვის დონიდან 560 მეტრზე. ფართობი 48.3 კმ². სიგრძე 17.5 კმ, სიგანე 3.5 კმ, მაქსიმალური სიღრმე 217 მ. უერთდება ბრიენცის ტბას მდინარე აარეს მეშვეობით. ტბას ერთვის რამდენიმე მდინარე და მცირე ნაკადული. ტბაში ბინადრობს რამდენიმე სახეობის თევზი. სამხრეთ სანაპიროსთან გაყვანილია რკინიგზა.

თუნის ტბა
გერმ. Thunersee
თუნის ტბა
თუნის ტბა
კოორდინატები: 46°41′ ჩ. გ. 7°43′ ა. გ. / 46.683° ჩ. გ. 7.717° ა. გ. / 46.683; 7.717
მდებარეობა შვეიცარიის დროშა შვეიცარია
სიგრძე 17.5 კმ
სიგანე 3.5 კმ
ფართობი 48.3 კმ²
მოცულობა 6.5 კმ³
საშუალო სიღრმე 136 
მაქსიმალური სიღრმე 217 

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება