ბრიენცის ტბა (გერმ. Brienzersee) — ტბა შვეიცარიაში, ბერნის კანტონში. მდებარეობს ბერნის ალპებში, ზღვის დონიდან 564 მ სიმაღლეზე.[1] ზედაპირის ფართობი 29,8 კმ², სიგრძე 14 კმ, სიგანე 2,8 კმ, მაქსიმალური სიღრმე 260 მ.[2] ტბაში გადის მდინარე აარე, რომელიც მას თუნის ტბასთან აკავშირებს. ერთვის აგრეთვე რამდენიმე მცირე შენაკადი. ტბაში არის ერთადერთი კუნძული შნეგენინზელი, რომლის სიმაღლეა 570 მ.[3] სამხრეთ სანაპიროსთან გისბახის ჩანჩქერია, ხოლო ჩრდილოეთ სანაპიროზე რამდენიმე დასახლებული პუნქტი, მათ შორის ინტერლაკენი. შვეიცარიის ერთ-ერთი ყველაზე სუფთა ტბაა. განვითარებულია თევზჭერა, მოიპოვება ქორჭილა.[4] სანაოსნოა.

ბრიენცის ტბა
ბრიენცის ტბა
ბრიენცის ტბა
კოორდინატები: 46°43′39″ ჩ. გ. 7°58′19″ ა. გ. / 46.72750° ჩ. გ. 7.97194° ა. გ. / 46.72750; 7.97194
მდებარეობა შვეიცარიის დროშა შვეიცარია
ტერიტორიული ერთეული ბერნის კანტონი
სიმაღლე ზღვის დონიდან 564 
სიგრძე 14 კმ
სიგანე 2,8 კმ
ფართობი 29,8 კმ²
მოცულობა 5.17 კმ³
საშუალო სიღრმე 173 
მაქსიმალური სიღრმე 260 
ბრიენცის ტბა — შვეიცარია
ბრიენცის ტბა
მედიაფაილები ვიკისაწყობში

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება