თუტმოს I — მეთვრამეტე დინასტიის ფარაონი, მეფობდა ძვ. წ. 1508-1494 წწ. (სხვა მონაცემებით ძვ.წ. 1559-1538, 1524-1505 წწ.) ტახტზე ავიდა ცოლის წარმომავლობის წყალობით, რომელიც ფარაონთა შტამომავალი იყო. თუტმოსმა განაგრძო თავისი წინამორბედის ამენჰოტეპ I-ის აქტიური საგარეო პოლიტიკა, საბოლოოდ დაიპყრო ნუბია, დაიმორჩილა სირია და ქვეყნის საზღვრები მდინარე ევფრატამდე გააფართოვა. მისი მეფობის ბოლო წლებში დაიწყო არეულობა. ტახტს ეცილებოდნენ ერთმანეთს თავისი ასული ჰატშეფსუტი (მამის თანამმართველი), თუტმოს II (ჰატშეფსუტის ნახევარძმა და მეუღლე) და თუტმოს III.