თრაუნდარიეკუდლი
თრაუნდარიეკუდლი (ისლ. Þrándarjökull) — მყინვარი ისლანდიაში. მდებარეობს კუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში, აუსტურლანდის რეგიონის ტერიტორიაზე. მყინვარის ფართობია 22 კმ², სიგრძე — ~ 5 კმ.[1] მყინვარი ფარავს ამავე სახელწოდების ვულკანს. თრაუნდარიეკუდლის უმაღლესი წერტილის სიმაღლე ზღვის დონიდან 1236 მ სიმაღლეზეა. მყინვარის მდნარი წყალი კვებავს რამდენიმე მდინარეს. თრაუნდარიეკუდლიდან დასავლეთით დაახლოებით 20 კილომეტრში მდებარეობს ისლანდიის უდიდესი მყინვარი ვატნაიეკუდლი.
თრაუნდარიეკუდლი
| |
---|---|
Þrándarjökull | |
კოორდინატები: 64°41′52″ ჩ. გ. 14°54′40″ დ. გ. / 64.69778° ჩ. გ. 14.91111° დ. გ. | |
ქვეყანა | ისლანდია |
ფართობი | 22 კმ² |
სიგრძე | ~ 5 კმ |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ მყინვარების მონაცემები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-10-01. ციტირების თარიღი: 2016-07-30.