თოხლიაურის ღვთისმშობლის ეკლესია
თოხლაურის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თოხლიაურის სასაფლაოზე. არქიტექტურული ნიშნებით თარიღდება XVIII საუკუნით, 2013-2014 წლებში სოფლის მოსალხეობამ თვითნებურად აღადგინა ეკლესია, რის დროსაც: კამარა, კონქი, აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ კედლების ნაწილები და დასავლეთ კედელი განაახლეს.
აფსიდა გეგმით ნახევარწრიულია. მასში განიერი ოთხკუთხა სარკმელია გაჭრილი. სარკმლის გვერდებზე კი სიმეტრიულად ორი ნახევარწრიულთაღოვანი ნიშია განლაგებული.
გრძივ კედლებზე ერთსაფეხურიანი ორ-ორი პილასტრია. პილასტრებზე დაყრდნობილი იყო კამარის საბჯენი თაღები. პილასტრები ასევე გვხვდება დასალვეთ კუთხეებში, მათზე დასავლეთ კედლის მიმდებარე საბრჯენი თაღები იყო გადაყვანილი. ჩრდილოეთ კედლის შუა ნაწილში საშუალო ზომის ოთხკუთხა ნიშია. სამხრეთ კედელში კი აფსიდის მხარისა და პილასტრს შორის დაბალი, ოთხკუთხა სარკმელია გაჭრილი.
ლიტერატურა
რედაქტირება- დვალი. თ, საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-III, თბ., 2019. — გვ. 110.