თოხლიაურის მესამე ეკლესია
თოხლიაურის მესამე ეკლესია, კერპის საყდარი — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თოხლიაურის ჩრდილო-აღმოსავლეთით, სამიოდე კილომეტრის მოშორებით, ნასოფლარ შავქედის სამხრეთით, 300 მეტრზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.
ეკლესია დარბაზეულია, 7,8 მეტრი 4,5 მეტრზე. საშენ მასალად გამოყენებულია რიყის ქვა, თუმცა წყობაში ალაგ-ალაგ გამოყენებულია შირიმიც.
ეკლესია დაზიანებულია, კონქთან ერთად შემორჩენილია აფსიდიც, ჩრდილოეთ კედელი 1 მეტრზეღაა შემორჩენილი შემორჩენილი, არც დასავლეთ კედლის ჩრდილოეთ ნაწილი აღემატება 1 მეტრს. აფსიდა ნახევარწრიულია, ის გადახურულია შემცირებული პროპორციების მქონე კონქით. აფსიდის ღერძზე გაჭრილია შეისრულთაღოვანი სარკმელი, საიდანაც დღემდე მხოლოდ თაღი შემორჩა. სარკმლის ორთივე მხარეს თითო ოთხკუთხა ნიშია. ინტერიერი შელესილი ყოფილა.
ლიტერატურა
რედაქტირება- თოფურია. ა, კუპრეიშვილი. ბ, საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-III, თბ., 2019. — გვ. 108.