თოშხერგილი
თოშხერგილი — მდინარის კალაპოტში თოშის, წყალშიგა ყინულისა და ნატეხი ყინულის დაგროვება.[1]
იწვევს მდინარის ცოცხალი კვეთის შეზღუდვასა და წყლის დონის აწევას უშუალოდ თოშხერგილის მონაკვეთზე და უფრო მაღლა დინების მიმართულებით, რითაც ხელი ეწყობა ჭალის დატბორვას. წარმოიქმნება ყინულსაფრის ჩამოყალიბების პერიოდში იმ ადგილებში, სადაც მდინარის დიდი დახრილობა ენაცვლება მცირე დახრილობას და რის გამოც ყინულის ქერქის წინ წაწევა ზევით მდინარის მიმართულებით ფერხდება. თოშხერგილის სისქე ზოგჯერ 10 მ-ს ჭარბობს, სიგრძე ხშირად 10–20 კმ ფარგლებშია.[1]
წყლის დონის თოშხერგილიანი აზევება 3–4 მ-მდეა, ის არ იწვევს სახიფათო წყალდიდობას, მაგრამ ქმნის სირთულეს წყალმომარაგებისა და ჰიდროელექტროსადგურის მუშაობის თვალსაზრისით. განსაკუთრებით ვეებერთელა თოშხერგილი ზამთრის უხვწყლიან მდინარეებზეა, რომლებიც დარეგულირებულია ტბებითა და წყლსაცავებით.[1]
თოშხერგილი ხშირად ყინულხერგილთან ერთად წარმოიქმნება. თოშხერგილის მონაკვეთზე გამოიყოფა: თავი ანუ თოშხერგილის ქვედა მიმართულების და ბოლო ანუ თოშხერგილის ზედა მიმართულების მონაკვეთი.[2]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 Зажор | Большая российская энциклопедия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-02-01. ციტირების თარიღი: 2021-01-26.
- ↑ Зажор | Научно-популярная энциклопедия «Вода России»