თოქთობოლოთ აბდუმომუნოვი

თოქთობოლოთ აბდუმომუნოვი (დ. 15 აგვისტო, 1922, სოფ. ჯანი-ალიში, ქემინის რაიონი, ყირგიზეთის სსრ — გ. 26 დეკემბერი, 1989, ბიშკეკი) — ყირგიზი საბჭოთა მწერალი, დრამატურგი. სკკპ წევრი 1959 წლიდან, სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს VI მოწვევის დეპუტატი. ყირგიზეთის მწერალთა კავშირის მდივანი (1959).

თოქთობოლოთ აბდუმომუნოვი
დაბადების თარიღი 15 აგვისტო, 1922(1922-08-15)[1]
დაბადების ადგილი ჯანი-ალიში
გარდაცვალების თარიღი 26 დეკემბერი, 1989(1989-12-26)[2] [3] (67 წლის)
გარდაცვალების ადგილი ბიშკეკი
საქმიანობა მწერალი და პოლიტიკოსი
ენა ყირგიზული ენა
მოქალაქეობა  სსრკ
ჟანრი პროზა და დრამატურგია
ჯილდოები შრომის წითელი დროშის ორდენი, ხალხთა მეგობრობის ორდენი და მედალი „შრომითი წარჩინებისათვის“

მისი პიესებია „ქვიშჲანი ფერდობი“ (1947), „თანამედროვენი“ (1948), „ვიწრო ხეობა“ (1953-1954), „აშირბაი“ (1957), და სხვები. პიესებისათვის „სინდისი არ აპატიებს“ და „სიყვარული და იმედი“ (ორივე 1966) მიენიჭა თოქთოგულ სათილღანოვის სახელობის რესპუბლიკური სახელმწიფო პრემია. აღწერდა ყირგიზელი ხალხის ბრძოლას საბჭოთა ხელისუფლებისათვის, თანამედროვე ყირგიზეთის ცხოვრებას. ავტორია რომანისა „ლურჯი ცის ქვეშ“. წერდა საბავშვო მოთხრობებს.

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება