ტომას ჰანტ მორგანი
ტომას ჰანტ მორგანი (ინგლ. Thomas Hunt Morgan; დ. 25 სექტემბერი, 1866, ლექსინგტონი, კენტუკი — გ. 4 დეკემბერი, 1945, პასადენა, კალიფორნია) — ამერიკელი ბიოლოგი, გენეტიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი, აშშ-ის ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი. 1910 წლიდან სწავლობდა დროზოფილებში აღმოჩენილ მუტაციების მემკვიდრულობას, რის შედეგადაც ა. ჰ. სტერტივანთან, ჰერმან ჯოზეფ მალერთან და კალვინ ბრიჯეზთან ერთად ექსპერიმენტულად დაასაბუთა მოძღვრება მემკვიდრეულობის შესახებ, რამაც ძირითადად განსაზღვრა მემკვიდრეულობის ქრომოსომული თეორიის ჩამოყალიბება. მორგანის და მისი თანამშრომლების მიერ დადგენილი გენთა შეჭიდულობისა და კროსინგოვერის კანონზომიერებანი სავსებით ქმნიან მენდელის კანონების ციტოლოგიურ მექანიზმს, მათ სტიმული მისცეს ბუნებრივი გადარჩევის თეორიის გენეტიკური საფუძვლების დამუშავებას. 1933 წელს მიენიჭა ნობელის პრემია.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 119.