თინათინ გელაძე

აკადემიკოსი და მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე
(გადამისამართდა გვერდიდან თინა (თინათინ) გელაძე)

თინათინ (თინა) გელაძე (დ. 1 ივლისი, 1921, თბილისი — გ. 5 ნოემბერი, 2021, თბილისი) — ქართველი ნევროპათოლოგი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1972), პროფესორი (1977), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1981).

თინა (თინათინ) გელაძე
დაბ. თარიღი 1 ივლისი, 1921
დაბ. ადგილი თბილისი
გარდ. თარიღი 5 ნოემბერი, 2021 (100 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველო
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
საქმიანობა მეცნიერი, ექიმი და neurologist
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი და მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე
ჯილდოები ღირსების ორდენი
სამეცნიერო სფერო მედიცინა

ბიოგრაფია

რედაქტირება

თინა გელაძე დაიბადა ქალაქ თბილისში 1921 წელს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1942 წელს. 1947 წელს აკადემიკოსმა პეტრე სარაჯიშვილმა თინა გელაძე მიიწვია ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის კათედრის ბაზაზე ამიერკავკასიაში პირველად შექმნილი ელექტროფიზოლოგიური ლაბორატორიის ხელმძღვანლად. 1952 წლისთვის საკანდიდატო დისტერტაციის თემად აირჩია „პარკინსონური სინდრომის ზოგიერთი ფენომენის პათოფიზიოლოგიისათვის“. სსრკ სამეცნიერო აკადემიის ასპირანტურა გაიარა ფიზიოლოგიის ინსტიტუტში აკადემიკოს ივანე ბერიტაშვილის ხელმძღვანელობის ქვეშ. 1958 წლისთვის სათავეში ჩაუდგა ნევროლოგიის მიმართულებას — ეპილეფსიისა და ელექტროკლინიკური ლაბორატორიის ჩამოყალიბებას საქართველოში. სწორედ, თინა გელაძის სახელთანაა დაკავშირებული სსრკ სივრცეში ყველაზე ცნობილი ეპილეფსიის ცენტრის დაარსება, რომელშიც აღიზარდა ეპილეფტოლოგებისა და კლინიკური ელექტროფიზიოლოგების მთელი თაობა და რომელსაც პაციენტები მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით აკითხავდნენ. გარდა ამისა, საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ძილ-ღვიძლის ციკლისა და ძილის დარღვევების კლინიკურ კვლევებს. მედიცინის დოქტორის წოდება მიიღო 1972 წელს თემაზე „ეპილეფსიის ეტიოპათოგენეზური ზოგიერთი ასპექტის შესახებ“ ,ხოლო პროფესორი გახდა 1977 წელს.

თინა გელაძეს მოსწავლეები ახასიათებენ როგორც მკაცრ და პროგრესულად მოაზროვნე ადამიანს. მოწაფეების თქმით, ქ-ნი თინა ახალბედა ექიმებს სწორ გზაზე აყენებდა; მათ მოსაზრებებს დიდი ყურედღებით უსმენდა და მსჯელობით რაციონალურ გადაწყვეტილებებს ერთობლივად იღებდნენ.

ქართულ ეპილეპტოლოგიური სკოლის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილისა და სამეციდინო კადრების აღზრდაში მნიშვნელოვანი დამსახურებისათვის რესოუბლიკური ეპილეპტოლოგიური სამედიცინო-პრაქტიკული ცენტრის ხელმძღვანელს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, თინა გელაძეს, 1996 წელს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებით გადასცეს ღირსების ორდენი.[1]

გარდაიცვალა 2021 წლის 5 ნოემბერს, 100 წლის ასაკში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

რედაქტირება
  • ევროპის ეპილეფსიის აკადემია, წევრი
  • ეპილეფსიასთან ბრძოლის საერთაშორისო ლიგის საქართველოს განყოფილება, პრეზიდენტი (1996-)
  • ნიუ-იორკის ეპილეფსიის აკადემია, წევრი
  • საქართველოს სამედიცინო-ბიოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია, წევრი (1994-)

აღიარება

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია, თბ., 2000, გვ. 60.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. თ. გელაძის ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-09-09. ციტირების თარიღი: 2021-09-09.