თინათინ ოჩიაური
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
თინათინ ოჩიაური (დ. 27 ოქტომბერი, 1920, ახიელი, ახლანდელი დუშეთის მუნიციპალიტეტი — გ. 18 ოქტომბერი, 2010) — ქართველი ეთნოლოგი, ისტორიკოსი და მეცნიერი. ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი (1950), ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1969).
თინათინ ოჩიაური | |
---|---|
დაბ. თარიღი | 27 ოქტომბერი, 1920 |
დაბ. ადგილი | ახიელი, ტფილისის გუბერნია, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა |
გარდ. თარიღი | 18 ოქტომბერი, 2010 (89 წლის) |
გარდ. ადგილი | თბილისი, საქართველო |
საქმიანობა | მეცნიერი |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
დაიბადა ეთნოგრაფ ალექსი ოჩიაურის ოჯახში. 1941 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.
სამეცნიერო მოღვაწეობა ქართული ეთნოლოგიური მეცნიერების ფუძემდებლების გიორგი ჩიტაიასა და ვერა ბარდაველიძის გვერდით დაიწყო; იგი ძირითადად ქართველ მთიელთა სულიერი კულტურის საკითხებზე მუშაობდა და წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის საქართველოს სულიერი კულტურის ეთნოლოგიური კვლევის განყოფილებას. მან პირველმა შეისწავლა საქართველოში რჩეულობის ინსტიტუტი ხევსურული ქადაგობის მაგალითზე; მანვე ერთ-ერთმა პირველმა, საქართველოში მითოლოგიური გადმოცემები ისტორიული მიდგომით გამოიკვლია.