თინათინ კახნიაშვილი
თინათინ კახნიაშვილი (დ. 29 ოქტომბერი, 1962, თბილისი) — ქართველი მეცნიერი, პედაგოგი და ფიზიკოსი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1999, მოსკოვი; 2002, თბილისი)
ბიოგრაფია
რედაქტირებათინათინ კახნიაშვილი დაიბადა 29 ოქტომბერს, 1962 წელს, ქალაქ თბილისში. 1984 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი. 1988 წლიდან მუშაობს აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში მეცნიერმკვლევრად. იყო პავლე ლებედევის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის (ФИАН, მოსკოვი) ასტრო-კოსმოსურ ცენტრში მიწვეული მკვლევრი 1999 წლიდან. 2000-2003 წლებში მუშაობდა მიწვეულ პროფესორად რატგერსის (აშშ) და ჟენევის (შვეიცარია) უნივერსიტეტებში, 2005-2006 წლებში პროფესორ-მკლევრად კანზასის (აშშ) სახელმწიფო უნივერსიტეტში, 2006 წლიდან არის ლაურენტიან უნივერსიტეტის (კანადა) საპატიო პროფესორი,ხოლო 2008 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, 2009 წლიდან კარნეგი მელონის უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორ-მკვლევარი. მისი სამეცნიერო ინტერესების სფერო მოიცავს კოსმოლოგიასა და ასტროფიზიკა. მან დაადგინა პირველადი მაგნიტური ველების ევოლუციის კანონზომიერებები სამყაროს გაფართოებისას, გამოითვალა კოსმოლოგიური ფაზური გადასვლებისას გენერირებული გრავიტაციული ტალღების მახასიათებლები. არის ათეულობით სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, ასევე მიღებული აქვს მრავალი სამეცნიერო ფონდის გრანტი:NASA-ს სამწლიანი გრანტი მოიპოვა 2010 წელს, National Science Foundation-ის გრანტი, 2016 წელს და სხვ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 605.