თინათინ გურჩიანი

ქართველი კინორეჟისორი

თინათინ გურჩიანი (დ. 1973, თბილისი)  — ქართველი კინორეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი.[1]

თინათინ გურჩიანი

თინათინ გურჩიანი
დაბადების თარიღი 1973
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი კონრად ვოლფის სახელობის ბაბელსბერგის კინოუნივერსიტეტი
საქმიანობა
  • კინორეჟისორი
  • სცენარსიტი
  • პროდიუსერი

2010 წელს დაამთავრა კონრად ვოლფის სახელობის ბაბელსბერგის კინოუნივერსიტეტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი. დოკუმენტური კინოთი სტუდენტობის დროს დაინტერესდა. მისი სადიპლომო ფილმი „სხვაგან“ გერმანიის კინოაკადემიის მთავარ პრიზზე იყო წარდგენილი.[2] 2012 წელს სადებიუტო ნამუშევარი კინოში „მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს“ (2012) ნაჩვენები იქნა მსოფლიოს 120 ქვეყანაში. ფილმს წილად ხვდა უმაღლესი შეფასებები კინოკრიტიკოსებისაგან, რომელმაც მიიღო მრავალი ჯილდო, მათ შორის 2013 წლის სანდენსის კინოფესტივალის ჯილდო.[3][4] აგრეთვე, მთავარი პრიზები აიღო ბრაზილიის,[5] ბულგარეთის, მონტენეგროსა და თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალებზე.[6] პროექტი საქართველოს ეროვნული კინოცენტრის, გოეთეს ინსტიტუტისა და ბოშის ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა.[7] ფილმის გადაღება 2011 წლის შემოდგომაზე, 20 დღის მანძილზე მიმდინარეობდა.

თიინათინ გურჩიანი პირველი ქართველი რეჟისორი გახდა, რომელიც 2012 წლის ამსტერდამის დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე მოხვდა. იგი კინოში დასთან ერთად, თამუნა გურჩიანთან ერთად მოღვაწეობს, რომელიც მისი ფილმების პროდიუსერია. 2015 წელს მათი ერთობლივი პროექტი „სატრფიალო პასტორალი“ ამსტერდამის ფესტივალის ფონდმა IDFA Bertha Fund დააფინანსა.[8] 2015 წელს „სატრფიალო პასტორალი“ საფრანგეთის ქალაქ ნიონში გამართული საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა.[9]

2020 წელს თინათინ გურჩიანმა საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელისთვის შექმნა ფსიქოლოგიური დრამატული ტელესერიალი „სეანსი“, რომელიც HBO-ს ამერიკული ტელესერიალის, „In Treatment“-ის ქართული ანალოგია. სიუჟეტი აგებულია ფსიქოთერაპევტისა და მისი პაციენტების ურთიერთობაზე, რომლებთაც დეპრესია, გაუცხოება, და სხცადასხვა ოჯახური პრობლემები აწუხებთ.[10]

ფილმოგრაფია

რედაქტირება
წელი სათაური რეჟისორი სცენარისტი პროდიუსერი შენიშვნები
2004 „Ein Sonntag“ დიახ დიახ არა მოკლემეტრაჟიანი
2005 „Augenblick“ დიახ არა არა მოკლემეტრაჟიანი
2006 „Die Killer“ დიახ არა არა მოკლემეტრაჟიანი
2006 „Women about themselves“ დიახ დიახ არა მოკლემეტრაჟიანი
2008 „Zeit der Seelen“ დიახ არა არა დოკუმენტური
2009 „სხვაგან“ დიახ დიახ დიახ სრულმეტრაჟიანი
2012 „მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს“ დიახ დიახ არა დოკუმენტური
2015 „სატრფიალო პასტორალი“ დიახ არა არა დოკუმენტური
2020 „სეანსი“ დიახ არა არა ტელესერიალი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Tinatin Gurchiani – Director. British Georgian Society. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 ოქტომბერი, 2022. ციტირების თარიღი: 20 იანვარი, 2023.
  2. „თინათინ გურჩიანის ახალ ფილმს სახელმწიფო დააფინანსებს“. „ფორტუნა“. 10 ოქტომბერი, 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 იანვარი, 2023. ციტირების თარიღი: 21 იანვარი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=, |date=, და |archivedate=-ში (დახმარება)
  3. „თინა გურჩიანს სანდენსის პრიზი საერთაშორისო დოკუმენტურ კინოში რეჟისურისთვის გადაეცა“. „ნეტგაზეთი“. 27 იანვარი, 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 იანვარი, 2023. ციტირების თარიღი: 20 იანვარი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=, |date=, და |archivedate=-ში (დახმარება)
  4. The Machine Which Makes Everything Disappear. Icarus Films. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 დეკემბერი, 2022. ციტირების თარიღი: 20 იანვარი, 2023.
  5. „თინათინ გურჩიანის ფილმმა ბრაზილიის კინოფესტივალზე გაიმარჯვა“. GHN.Ge. 15 აპრილი, 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 აინვარი, 2013. ციტირების თარიღი: 20 იანვარი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=, |date=, და |archivedate=-ში (დახმარება)
  6. „თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო ფილმად „სიყვარული“ აღიარეს“. GHN.Ge. 11 დეკემბერი, 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 იანვარი, 2023. ციტირების თარიღი: 20 იანვარი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=, |date=, და |archivedate=-ში (დახმარება)
  7. თინათინ გურჩიანის ფილმი სანდენსის კინოფესტივალზე. „ამბიონი“ (30 იანვარი, 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 ოქტომბერ, 2020. ციტირების თარიღი: 20 იანვარი, 2023.
  8. „ქართული პროექტები ამსტერდამის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალზე (IDFA)“. Droni.ge. 18 ნოემბერი, 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 20 იანვარი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=, |date=, და |archivedate=-ში (დახმარება)
  9. „თინათიან გურჩიანი საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულია“. Artinfo.ge. 21 აპრილი, 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 აინვარი, 2023. ციტირების თარიღი: 20 იანვარი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=, |date=, და |archivedate=-ში (დახმარება)
  10. სეანსი — ფსქილოგიური დრამა. საქართველოს პირველი არხი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 ოქტომბერი, 2022. ციტირების თარიღი: 21 იანვარი, 2023.