თიანეთის პირველი ეკლესია
თიანეთის პირველი ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის დაბა თიანეთის დასავლეთით, თანდგირაანთკარში, მთის ფერდობზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია (5,1 x 4,2 მეტრი), ნაგებია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვის ირეგულარული წყობით. თითქმის მთლიანადაა დანგრეული, შემორჩენილია აფსიდის ჩრდილოეთ ნახევარი და ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილი (სიმაღლე 2,6 მეტრი). სამხრეთ და დასავლეთ კედლების მხოლოდ კვალი შეიმჩნევა. შესასვლელი სამხრეთიდან ჰქონია. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე გაჭრილია სწორკუთხა სარკმელი, რომლის მარცხნივ მცირე ზომის სწორკუთხა ნიშაა. აფსიდს შემორჩა კონქის, მხოლოდ ჩრდილოეთ კედელს კამარის ქუსლის მცირე ნაწილი.
ლიტერატურა
რედაქტირება- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 364.