თვენი A-507საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის A ფონდში A-507-ის სახელით ცნობილი დაცული ხელნაწერი.

ხელნაწერი შეიცავს 161 ფურცელს. მისი ზომებია 19X16 სმ. შესრულებულია ქაღალდზე, ნაწერია ნუსხურით ორ სვეტად. გადამწერი: იოანე ქობინაშვილი (106 რ), დამკვეთი: აფხაზეთის კათალიკოსი ევდემონ ჩხეტიძე (77 რ, 144 ვ). თ. ჟორდანია პალეოგრაფიული ნიშნით ხელნაწერს XVI საუკუნით ათარიღებს. ვინაიდან, ანდერძში იხსენიება აფხაზეთის კათალიკოსი ევდემონი (ჩხეტიძე), მკვლევარი მიიჩნევს, რომ ხელნაწერი მისთვის გადაიწერა, მისი დაკვეთით და აფხაზეთის ერთ-ერთ ეკლესიას ეკუთვნოდა. თუმცა ამის დამადასტურებელი სხვა ცნობა ჩვენ არ გვაქვს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Жордания Т. Описание рукописей и старопечатных книг Церковного Музея духовенства Грузинской епархий, Т. II, Тф., 1903, с. 61.