გიორგი თვალჭრელიძე

ქართველი გეოლოგი
(გადამისამართდა გვერდიდან თვალჭრელიძე, გიორგი)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თვალჭრელიძე.

გიორგი ალექსანდრეს ძე თვალჭრელიძე (დ. 27 დეკემბერი, 1914, ნოვოჩერკასკი — გ. 3 დეკემბერი 1991, თბილისი) — ქართველი გეოლოგი, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1959), პროფესორი (1961), საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1967), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1979). საქართველოს სსრ მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1973).

გიორგი თვალჭრელიძე
დაბ. თარიღი 27 დეკემბერი, 1914(1914-12-27)
დაბ. ადგილი ნოვოჩერკასკი, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 3 დეკემბერი, 1991(1991-12-03) (76 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველო
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
 საქართველო
საქმიანობა გეოლოგი
სამეცნიერო ხარისხი გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები შრომის წითელი დროშის ორდენი და საპატიო ნიშნის ორდენი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1938 წელს დაამთავრა ს. კიროვის სახელობის საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი. 1946 წლიდან მუშაობს კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტში სხვადასხვა თანამდებობაზე. 1963 წლიდან დირექტორის მოადგილეა სამეცნიერო დარგში.

მისი შრომები ეხება საქართველოს, კავკასიისა და მთელი ხმელთაშუა ზღვის სარტყლის ენდოგენური მეტალოგენიის საკითხებს. თვალჭრელიძე ხელმძღვანელობდა მეცნიერებათა რეგიონულ მეტალოგენიურ კვლევას კავკასიაში. კავკასიის მეტალოგენიური რუკის ავტორი (მასშტაბი 1:1000000). დაწერილი აქვს არაერთი მონოგრაფია, რომელიც მიეძღვნა მეტალოგენიის კარდინალურ საკითხებს.

ეწეოდა პედაგოგიურ მუშაობას, იყო მრავალი საუწყებათშორისო საბჭოს წევრი. დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშისა და „საპატიო ნიშნის“ ორდენებით, აგრეთვე მედლებით.

თხზულებები

რედაქტირება
  • Металлогенические особенности главных типов вулканических поясов, М., 1977;
  • Рудные провинции мира. Средиземноморский пояс, М., 1972;
  • Ендогенная металлогения Грузии М., 1961.

ლიტერატურა

რედაქტირება