თერმოსფერო (ბერძნ. θερμός – თბილი და σφαῖρα – სფერო) — დედამიწის ატმოსფეროს ფენა, რომელშიც ტემპერატურა მატულობს სიმაღლესთან ერთად. მდებარეობს ეგზოსფეროს, მეზოსფეროსა და მეზოპაუზას შორის. იწყება დაახლოებით 80 კმ სიმაღლიდან და ვრცელდება 500 კმ-მდე. ამ დონეების მდგომარეობა იცვლება ± 10-20% ფარგლებში. თერმოსფეროსთვის დამახასიათებელია ტემპერატურის დადებითი გრადიენტი. მეზოპაუზაში იგი ნულს უდრის, მაქსიმალური მნიშვნელობა აქვს 100-იდან 200 კმ-მდე და ნულის მაჩვენებელს კვლავ უბრუნდება ეგზოსფეროს სიახლოვეს. აქ ატმოსფერო თითქმის იზოთერმული ხასიათისაა. მეზოპაუზიდან ეგზოსფერომდე ტემპერატურა დაახლოებით იცვლება 200 К-იდან 1000-2000 К-მდე. ტემპერატურის განსაკუთრებული ვარიაციები ეგზოსფეროს საფუძველთანაა. თერმოსფეროს სიმჭიდროვე საშუალოდ განისაზღვრება 1,8 ×10^(-8) გ/სმ³-იდან (80 კმ-მდე) 1,8×10^(-15) გ/სმ³-მდე (500 კმ-მდე).

დედამიწის სფეროების რუკა

120 კმ სიმაღლეზე იწყება აირების დიფუზიური გაყოფა. 200-300 კმ-ზე თავს იჩენს უპირატესად რბილი ატომური ჟანგბადი. 500 კმ-ზე ზევით კიდევ უფრო რბილი ელემენტების შეფარდებითი კონცენტრაციებია: წყალბადისა ან ჰელიუმის სახით. მოლეკულების ნაწილაკები და ატომი თერმოსფეროში იონიზირებულ მდგომარეობაშია და თავმოყრილაი რამდენიმე ფენებში.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Околоземное космическое пространство, пер. с англ., М., 1966;
  • Красовский В. И., Штили и штормы в верхней атмосфере, М., 1971.