თეო ჯეიმსი

ინგლისელი მსახიობი

თეო ჯეიმსი (ინგ. Theo James. დაბადების თარიღი - 16 დეკემბერი, 1984 წელი) არის ინგლისელი მსახიობი, მუსიკოსი და მოდელი, რომელიც ცნობილია ჯედ ჰარპერის როლით ცნობილ სერიალში "Bedlam" და ასევე CBC - ის კრიმინალურ-დრამატულ სერიალში "Golden Boy". მსახიობმა ფართო პოპულარობა და წარმატება მოიპოვა. თეო ჯეიმსმა მიიღო რამდენიმე ჯილდო ამ როლისთვის და იგი გახდა ჰოლივუდის მსახიობი. თეო ასევე არის ბრიტანული მუსიკალური ჯგუფის მომღერალი. ჯგუფმა ბევრ კონცერტზე მიიღო მონაწილეობა და თაყვანისმცემლების ფავორიტი გახდა, მაგრამ საბოლოოდ დაიშალა 2012 წლის ბოლოს, რადგან ჯგუფის ყველა წევრმა მუსიკალური კარიერის შექმნა დამოუკიდებლად გადაწყვიტა.

თეო ჯეიმსი

ადრეული წლები რედაქტირება

თეო ჯეიმსი დაიბადა ინგლისში, ოქსფორდში, 1984 წლის 16 დეკემბერს. ჯეიმსის მშობლები არიან ჯეინი და ფილიპი. დედა - ჯეინი ჯანმრთელობის ეროვნულ სამსახურში მუშაობს, მამა კი წარმატებული ბიზნეს კონსულტანტია. თეოს ოჯახის ხუთი შვილიდან ყველაზე უმცროსია. მას ჰყავს ორი უფროსი ძმა და ორი და. თეო ბავშვობაში წავიდა აილესბურის გრამატიკის სკოლაში, შემდეგ კი ნოტინგემის უნივერსიტეტში წავიდა.

თინეიჯერობის პერიოდში იგი მონაწილეობდა სპექტაკლებიში. იგი საშუალო სკოლაში პოპულარობით სარგებლობდა, როგორც ძალიან ნიჭიერი მსახიობი. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ იგი ჩაირიცხა ბრისტოლის ოლდ ვიკის თეატრალურ სკოლაში.

სამსახიობო კარიერის დაწყებამდე თეო მუშაობდა ჯანმრთელობის ეროვნულ სამსახურში, სადაც იგი მიცვალებულებს უვლიდა და სახლიდან სახლში დადიოდა გარდაცვლილთა სხეულის გასაწმენდად.

პირადი ცხოვრება რედაქტირება

თეო ჯეიმსის ცოლი არის რუთ კერნი. ჯეიმსი მსახიობ რუთ კერნისთან მეგობრობდა 2009 წლიდან. ისინი ხშირად ჩნდებიან ერთად წვეულებებზე და დღესასწაულებზე. ისინი ერთმანეთს ბრისტოლის ოლდ ვიკის თეატრის სკოლის სტუდენტობის პერიოდში შეხვდნენ.

თეო ინარჩუნებს კონტაქტს თავის ფანებთან Facebook– ისა და Twitter– ის საშუალებით და აძლევს მათ ინფორმაციას მისი ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. თეოს უყვარს თავისუფალ დროს მოგზაურობა და მუსიკის მოსმენა.

 
თეო ჯეიმსი

თეოს ძალიან უყვარს თავისი ოჯახი და აღფრთოვანებულია მისი მშობლებით, რომლებსაც ხუთი შვილი წარმატებით აღზარდეს. ის მუდმივ კავშირშია მშობლებთან და და-ძმებთან. თავისუფალ დროს იგი ყოველთვის ბრუნდება მშობლიურ ქალაქში, რომ ოჯახის წევრებთან გარკვეული დრო გაატაროს.

კარიერა რედაქტირება

2010 წელს თეო პირველად ნახეს სერიალში "A Passionate Woman", სადაც ის მთავარ როლს ასრულებდა. სერიალმა მას დიდი პოპულარობა მოუტანა და მალევე მიიღო შეთავაზებები ახალ როლებზე. საბოლოოდ მან აირჩია როლი სერიალ "Downton Abbey" - ის პირველ სეზონში. ეს იყო უზარმაზარი შოუ, რომელშიც თეომ ითამაშა თურქი დიპლომატის როლი. მაყურებელს თეოს შესრულება ძალიან მოეწონა.

2010 წელს გამოვიდა მისი პირველი ფილმი "You will meet Tall Dark Stranger" და შემდეგ წელს, მან ითამაშა ღამის კლუბის წარმომადგენლის როლი, ფლიმში სახელად - "Inbetweeners Movie". არცერთმა ამ ფილმმა არ შეუწყო ხელი მის პოპულარობას ისე, როგორც სერიალებმა.

2011 წელს ის მნიშვნელოვან როლს თამაშობდა სერიალში "Bedlam", ხოლო 2012 წელს მან ითამაშა ჯეკ უელსის როლი სერიალში - "Room at Top". თეოს კარიერის ყველაზე დიდი როლი იყო გახმაურებულ და წარმატებულ სერიალში - "Underworld".

2012 წელი ჯეიმსისთვის საკმაოდ საინტერესო იყო, რადგან მან ასევე დიდი როლი ითამაშა ITV - ის სერიალში - "Case Sensitive", ოლივია უილიამსთან და დარენ ბოიდთან ერთად.

თეო კიდევ უფრო პოპულარული გახდა მთავარი როლით ფილმში - "Divergent", სადაც მან ითამაშა ტობის როლი. 2014 წლის ფილმმა უდიდესი წარმატება მოიპოვა. 2016 წელს გადაიღეს ფილმის გაგრძელება სახელწოდებით "The Divergent Series: Insurgent".

ჯეიმსმა ჰოლივუდის ყურადღება მიიპყრო თავისი როლებით კრიტიკულად აღიარებულ ფილმებით, როგორიცაა "London Fields" და "Franny", სადაც იგი ჰოლივუდის ლეგენდის, რიჩარდ გირის გვერდით თამაშობდა.

სამსახიობო კარიერის გარდა, ჯეიმსს მუსიკალური კარიერაც ჰქონდა, იგი იყო გიტარისტი ჯგუფში - 'Shere Khan'. ჯგუფი საკმაოდ პოპულარული იყო და რამდენიმე კონცერტიც ჩაატარეს.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

https://www.thefamouspeople.com/profiles/theo-james-32944.php

https://www.wealthypersons.com/theo-james-net-worth-2020-2021/

https://marriedbiography.com/theo-james-biography/#Who_isTheo_James

https://www.imdb.com/name/nm3772243/bio?ref_=nm_ov_bio_sm