თეონა ქუმსიაშვილი

თეონა ქუმსიაშვილი (დ. 27 იანვარი, 1984, სიონი — გ. 22 ივლისი, 2010, მუცოს ხეობა, ხევსურეთი) — ქართველი მომღერალი. ქართული ხალხური სიმღერების, საკუთარი ფოლკლორული კომპოზიციების შემსრულებელი. იყო ანსამბლ „სიონის ზარების“ სოლისტი.

თეონა ქუმსიაშვილი

ბიოგრაფია რედაქტირება

თეონა ქუმსიაშვილი დაიბადა დაბა სიონში, 1984 წლის, 27 იანვარს. 2007–2010 წლებში მონაწილეობდა ქართული ხალხური სიმღერის ფესტივლებზე: „ხევსურული საღამო“ და „არტგენი“. აღსანიშნავია, რომ 2007 წელს, თეონა ქუმსიაშვილი, ანსამბლ „შავნაბადა“-სთან ერთად იმყოფებოდა ფესტივალზე თურქეთში. სახელი გაითქვა თავისი უნიკალური ხმითა და მუსიკალური კომპოზიციების შესრულებით.

გამოცემული აქვს სოლოალბომები: 2005 წელს — „პირიმზე“, 2009 წელს — „მარტო სიმღერით გითხარ ამდენი სიყვარული“.

2010 წლის 22 ივლისს, ათენგენობიდან (მთიელთა უძველესი დღესასწაული, რომელიც გაიმართა სოფელ მუცოში), მომავალი ავტომობილი, რომელშიც იჯდა თეონა ქუმსიაშვილი 2 მცირეწლოვან ვაჟთან, დასთან და კიდევ 3 ადამიანთან ერთად, ავტოკატასტროფაში მოჰყვა. ავტომობილი მდინარე არღუნის ხეობაში გადაიჩეხა. კატასტროფის შედეგად დაიღუპა თეონა ქუმსიაშვილი თავის ორ მცირეწლოვან ვაჟთან ერთად. კატასტროფის შედეგად დაიღუპა თეონას დაც.

ოჯახი რედაქტირება

მეუღლე, ხევსური პოეტი - გელა დაიაური. მათ შეეძინათ ორი ვაჟი — დემეტრე (08.07.2008) და ჯარჯი (30.09.2009).

ყოველი წლის 27 იანვარს იმართება თეონა ქუმსიაშვილისადმი მიძღვნილი საღამო.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება