თეოდორ ბენფაი
თეოდორ ბენფაი (გერმ. Theodor Benfey; დ. 28 იანვარი, 1809, ნერტენ-ჰარდენბერგი — გ. 26 ივნისი, 1881, გეტინგენი) — გერმანელი ფილოლოგი, ზოგადი ენათმეცნიერებისა და ინდოევროპული ენების სპეციალისტი. იკვლევდა კლასიკურ ენებსა და სანსკრიტს. ბენფაის ძირითადი ნაშრომია „ენათმეცნიერებისა და აღმოსავლური ფილოლოგიის ისტორია გერმანიაში“ (1869). ლიტერატურათმცოდნეობაში ბენფაი ფუძემდებელია „შედარებითი“ ან „სესხების“ თეორიისა, რომელიც მან ინდური „პანჩატანტრას“ თარგმანის (1859) წინასიტყვაობაში ჩამოაყალიბა. ძმები გრიმების „არიული“ (მითოლოგიური) თეორიის საპირისპიროდ ბენფაი საერთო სიუჟეტების არსებობას ინდურსა და ევროპულ ფოლკლორში სიუჟეტების მიგრაციით ახდენდა. ბენფაის დამსახურება იყო სიუჟეტთა სესხების მრავალი ფაქტის დადგენა, მოძველებული მითოლოგიური თეორიის კრიტიკა და სხვა. მაგრამ იგი აზვიადებდა ინდური ლიტერატურის მნიშვნელობას — მას მსოფლიოს ხალხთა ზღაპრების ერთადერთ წყაროდ მიიჩნევდა და ამით უგულებელყოფდა ეროვნულ და სოციალურ ფაქტორებს ფოლკლორისა და ლიტერატურის განვითარებაში.
თეოდორ ბენფაი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 28 იანვარი, 1809[1] [2] [3] [4] [5] |
დაბ. ადგილი | ნერტენ-ჰარდენბერგი[6] [1] |
გარდ. თარიღი | 26 ივნისი, 1881[6] [1] [2] [3] [4] [5] (72 წლის) |
გარდ. ადგილი | გეტინგენი[7] [8] |
მოქალაქეობა | პრუსიის სამეფო |
საქმიანობა | ფილოლოგი, უნივერსიტეტის პროფესორი და მთარგმნელი |
მუშაობის ადგილი | გეტინგენის უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | გეტინგენის უნივერსიტეტი |
განთქმული მოსწავლეები | József Budenz |
ჯილდოები | ვოლნეის პრემია |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 310.
- Geschichte der Sprachwissenschaft und orientalischen Philologie in Deutschland, seit dem Anfange des 19 Jahrhlinderts..., Munch., 1869.
- Савченко С. В., Русская народная сказка (История собирания и изучения), К., 1914.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 Bezzenberger A. Benfey, Theodor // Allgemeine Deutsche Biographie — L: 1902. — ტ. 46. — S. 358–359.
- ↑ 3.0 3.1 Encyclopædia Britannica
- ↑ 4.0 4.1 SNAC — 2010.
- ↑ 5.0 5.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 6.0 6.1 Бенфей, Теодор // Еврейская энциклопедия Брокгауза и Ефрона — СПб: 1909. — Т. 4. — С. 134–137.
- ↑ Бенфей, Теодор // Энциклопедический словарь / под ред. И. Е. Андреевский — СПб: Брокгауз — Ефрон, 1891. — Т. III. — С. 464–465.
- ↑ Бенфей Теодор // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.