თეოდორო აგონსილიო

თეოდორო აგონსილიო (დ. 9 ნოემბერი, 1914 — გ. 14 იანვარი, 1985) — ფილიპინელი ისტორიკოსი, მანილის უნივერსიტეტის პროფესორი. მისი მთავარი ნაშრომი „მასების აჯანყება; ბონიფასიოსა და კატიპუნანის ისტორია“ (1956) მიძღვნილია 1896–1901 წლებში ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლისადმი. აგონსილიომ საფუძველი ჩაუყარა ფილიპინური ისტორიული მეცნიერების ახალ მიმართულებას, რომელიც უარყოფს ესპანელი და ამერიკელი რეაქციულ მეცნიერთა ფალსიფიკატორულ შეხედულებებს ფილიპინელთა წარსულზე. აგონსილიო და მისი მოწაფეები თავიანთი ქვეყნის ისტორიის საკითხების გაშუქებისას პატრიოტულ პოზიციებზე დგანან. ცდილობენ სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით გაანალიზონ ისტორიული მოვლენები, ხაზს უსვამენ ხალხის მასების გადამწყვეტ როლს ისტორიაში.

თეოდორო აგონსილიო
დაბადების თარიღი 9 ნოემბერი, 1912(1912-11-09)
დაბადების ადგილი ლემერი
გარდაცვალების თარიღი 14 იანვარი, 1985(1985-01-14) (72 წლის)
საქმიანობა ისტორიკოსი
ენა ტაგალური ენა
მოქალაქეობა  ფილიპინები
ალმა-მატერი ფილიპინების უნივერსიტეტი

ლიტერატურა

რედაქტირება