თეოგნიდე მეგარელი
თეოგნიდე მეგარელი — ძველი ბერძენი პოეტი, მოღვაწეობდა ძვ. წ. VI საუკუნეში მეგარაში. მიეკუთვნებოდა წარჩინებულთა ფენას. როგორც არისტოკრატიული პარტიის წარმომადგენელი, მონაწილეობდა პოლიტიკურ ბრძოლებში. დემოკრატიის გამარჯვების შემდეგ დიდი ხნით გააძევეს. მისი პოეზია პოლიტიკური ხასიათისაა, გამსჭვალულია პესიმიზმით და გნომური ხასიათით. ჩვენამდე მოაღწია ელეგიური დისტიქით გამართულმა 1389 კარედის შემცველმა კრებულმა, რომლის პირველი ნაწილი წარმოადგენს ზნეობრივი ხასიათის დარიგებებს, ხოლო მეორე ნაწილი სატრფიალო შინაარსისაა. თეოგნიდეს პოპულარობა განაპირობა „ბრძნულმა ნაკვესებმა“, რომლებიც მომდევნო პერიოდების ბერძენი და რომაელი პოეტების შთაგონების წყარო გახდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 652.
- ყაუხჩიშვილი, ს., ბერძნული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბილისი, 1946
- წერეთელი, გრ. ბერძნული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, ტფილისი, 1927