თენგიზ რიჩკოვი
თენგიზ რიჩკოვი (დ. 14 ნოემბერი, 1950, ბათუმი) — საზღვაო უსაფრთხოების დეპარტამენტის უსაფრთხოებისა და უშიშროების სამმართველოს ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის ეროვნული საინფორმაციო ცენტრის მენეჯერი, ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის კოორდინატორი. შტურმან-გემთწამყვანი.
თენგიზ რიჩკოვი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
14 ნოემბერი, 1950 ~ ბათუმი |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებლი, ტრიესტის საერთაშორისო საზღვაო აკადემია |
საქმიანობა | საზღვაო უსაფრთხოების დეპარტამენტის სამმართველოს ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის ეროვნული საინფორმაციო ცენტრის მენეჯერი,შტურმან-გემთწამყვანი. |
რელიგია | მართმადიდებლური ქრისტიანობა |
ბიოგრაფია
რედაქტირებათენგიზ რიჩკოვი, დაიბადა 1950 წელს, ქალაქ ბათუმში. 1973 წელს დაამთავრა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებლის გემთწამყვან-სანავიგაციო ფაკულტეტი შორეული ნაოსნობის შტურმანის სპეციალობით; 2001 წელს, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ეგიდით, სწავლობდა ტრიესტის საერთაშორისო საზღვაო აკადემიაში, განხრით - "ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლი და დროშის გამოყენება".1968 წელს, საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, მუშაობა დაიწყო ბათუმის გემთმშენებელი ქარხნის ზეინკლად; 1974 წლიდან, საქართველოს საზღვაო სანაოსნოს მცურავ შემადგენლობაში მყოფმა, გემბანის მატროსობიდან შტურმანობამდე ყველა საფეხური გაიარა, იგი იყო კაპიტნის მეოთხე, მესამე და მეორე თანაშემწე; სხვადასხვა სანაოსნო გემის ეკიპაჟების წევრობისას, 1987 წელს, იგი უფროსი ოფიცერი გახდა; 1991 წლიდან დასაქმდა ხმელეთზე და მრავალი წელი საქართველოს საზღვაო სანაოსნოს ზღვაოსნობის უსაფრთხოების სამსახურის საზღვაო ინსპექტორის მოვალეობას ასრულებდა; 1997 წელს იგი კვლავ ზღვას დაუბრუნდა და 1999 წლამდე შორეული ნაოსნობის კაპიტნის უფროსი თანაშემწე იყო. ხოლო 1999-2001 წლებში სუპერინტენდანტად საქმიანობდა; 2002-2011 წწ. საჯარო სამსახურს შეუერთდა და საქართველოს საზღვაო ადმინისტრაციაში სხვადასხვა მნიშვნელოვან პოზიციაზე იდგა და ასრულებდა მენეჯერის, ინსპექტორისა და მთავარი სპეციალისტის მოვალეობებს; 2011-2013 წწ. საჯარო სამართლის იურიდიული პირის "საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს საზღვაო უსაფრთხოების დეპარტამენტის" უსაფრთხოებისა და უშიშროების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი იყო; 2018 წლის 1 აპრილიდან კი საზღვაო უსაფრთხოების დეპარტამენტის უსაფრთხოებისა და უშიშროების სამმართველოს ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის ეროვნული საინფორმაციო ცენტრის მენეჯერი და ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის კოორდინატორი, შტურმან-გემთწამყვანი.