ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია (ბსსა) — უნივერსიტეტი საქართველოში, ქალაქ ბათუმში. არსებობს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით. უნივერსიტეტის დანიშნულებაა თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი კვალიფიციური კადრების მომზადება საზღვაო-სავაჭრო ფლოტსა და საზღვაო ტრანსპორტის ინფრასტრუქტურაში დასასაქმებლად. საგანმანათლებლო საქმიანობა საზღვაო აკადემიაში ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობისა და „მეზღვაურთა მომზადების, დიპლომირებისა და ვახტის გაწევის სტანდარტების შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის (STCW) შესაბამისად. დაარსდა 1929 წელს ფოთის საზღვაოსნო კლასების ბაზაზე როგორც ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებელი. საბჭოთა პერიოდში ჰქონდა ორი განყოფილება: სანაოსნო და მექანიკური.
უნივერსიტეტის შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 151.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია დაარქივებული 2013-07-22 საიტზე Wayback Machine.
- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 7450