ეგიდა
ეგიდა(ბერძ. αἰγίς, αἰγίδος, «ქარიშხალი») — ზევსის ფარი, რომელიც გადმოცემის თანახმად ჰეფესტომ მითური თხის ამალტეას ტყავისგან დაამზადა. ითვლება, რომ ამ ფარით ზევსი დამანგრეველ ქარიშხალს იწვევს. ფარის ცენტრში გამოსახულია მედუზა გორგონას თავი. ეგიოსი(ძვ–ბერძ. αἰγίοχος «ეგიდის მფლობელი» – ზევსის ერთ–ერთი ეპითეტთაგანია.
თუმცა ეგიდა ასევე შედიოდა აპოლონისა და აფინას აღჭურვილობაში.
"იყო ეგიდის ქვეშ"–ნიშნავს იყო რაიმეს მფარველობის ქვეშ.