თენგიზ ბეჟაშვილი (დ. 19 თებერვალი, 1948, სიღნაღი — გ. 28 აპრილი, 2022) — ქართველი იურისტი, პოლიტიკოსი.

თენგიზ ბეჟაშვილი
დაბადების თარიღი 19 თებერვალი, 1948
დაბადების ადგილი სიღნაღი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 28 აპრილი, 2022 (74 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

1977 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1966 წლიდან სხვადასხვა ორგანიზაცია-დაწესებულებებში იყო დამხმარე მუშა, დურგალი, მღებავი; 1977 წლიდან სიღნაღის რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოს იურიდიული ჯგუფის უფროსი, 1978 წლიდან ამავე რაიონის იურიდიული კონსულტაციის ადვოკატი. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წერი: მაჟორიტარი, სიღნაღის საარჩევნო ოლქი, საქართველოს სახალხო ფრონტი, იურიდიული კომისიის, თავდაცვის, ეროვნული უშიშროებისა და მართლწესრიგის კომისიის წევრი. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). 2003–2004 წლებში იყო სიღნაღის საკრებულოს თავმჯდომარე. როგორც საუკეთესო ადვოკატი დაჯილდოებულია ლუარსაბ ანდრონიკაშვილის სახელობის ორდენით.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება