თემურ მაისურაძე (დ. 24 ივლისი, 1959, ასპინძა) — ქართველი ავიაციის ინჟინერი, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, აღმოსავლეთ ევროპისა[1] და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტების პროფესორი.[2] საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი. [წყარო არ არის მითითებული 87 დღე]

თემურ მაისურაძე
დაბადების თარიღი 24 ივლისი, 1959 (1959-07-24) (65 წლის)
ასპინძა, საქართველოს სსრ
ალმა-მატერი წმიდა ანდრია პირველწოდებულის უნივერსიტეტი
საქმიანობა ავიაინჟინერი, პროფესორი
აკადემიური ხარისხი PhD

ბიოგრაფია

რედაქტირება

თემურ მაისურაძემ 1987 წელს დაამთავრა ნ. ჟუკოვსკის სახელობის აეროკოსმონავტიკის ხარკოვის უნივერსიტეტი (საავიაციო ინსტიტუტი) თვითმფრინავთმშენებლობის სპეციალობით.

1990 წელს დაამთავრა ქალაქ როსტოვის საკავშირო კვალიფიკაციის ინსტიტუტი. 2014 წელს დაამთავრა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის სკოლის დოქტორანტურა. 2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“, დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, კომიტეტთან არსებული საინოვაციო საბჭოს თავმჯდომარე, აგრარული კომიტეტის წევრი, პრემიერ-მინისტრთან არსებული კვლევებისა და ინოვაციების საბჭოს წევრი. სადოქტორო დისერტაცია დაიცვა 2014 წელს თემაზე: „უპირატესობის მენეჯმენტი“.[3]

თემურ მაისურაძე არის 4 სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიის, 163 ნოვაციის და გამოგონების ავტორი (ნოვაციების და გამოგონებების 80 % დანერგილია. მათი უმრავლესობა გამოიყენებულია სამხედრო ავიაციაში). 1998-2000 წლებში მიწვეული იყო იორდანიაში, ერაყში და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. არის ასოციაციის „ევროპული გამოკვლევები საქართველოს ინოვაციური განვითარებისთვის“ ექსპერტი.[4] 1975 წლიდან 1990 წლამდე მუშაობდა თბილისის საავიაციაო საწარმოო გაერთიანებაში ამწყობი ზეინკლის პოზიციიდან წამყვანი კონსტრუქტორის პოზიციამდე შუალედური სწავლების პერიოდების გათვალისწინებით.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება