თელეთის საყდარი
თელეთის საყდარი — ეკლესია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კალოუბანში, შემაღლებულ ადგილზე. თარიღდება XIII საუკუნით. ეკლესია დარბაზულია (3,3 X 2,3 მ), ნაგებია რიყის ქვით. შესასვლელი დასავლეთიდანაა. აფსიდის ღერძზე სარკმელია, გვერდებზე ნიშები. ეკლესია შიგნიდან შელესილია. სახურავი ორფერდაა, გადახურულია ღარიანი კრამიტით.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 199.