თელავის მუნიციპალიტეტის გერბი
თელავის მუნიციპალიტეტის გერბი — თელავის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლო დროშასთან ერთად. მიღებულია თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.
დეტალები | |
---|---|
დამტკიცდა | 2016 წლის 20 აპრილს[1] |
გვირგვინი | სამკოშკიანი ქონგურებიანი საქალაქო ვერცხლის გვირგვინი |
ფარი | ზემოდან ქვემოთ გაკვეთილია ორ ნაწილად, ტალღოვანი სამი ვერცხლის ყაბიწით. ფარის პირველ ნაწილში მეწამული ველის ცენტრში მოთავსებულია ოქროს ქვევრი. ფარის მეორე ლაჟვარდის ველზე გამოსახულია ორი ოქროს მტევანი და ვაზის ორი ოქროს ფოთოლი. |
ფარმჭერები | ვერცხლ-მეწამული ბაფთა |
დევიზი | თელავი |
ისტორია
რედაქტირება2014 წელს თელავის მუნიციპალიტეტი ორ ადმინისტრაციულ ერთეულად: თვითმმართველ ქალაქ თელავად და თვითმმართველ თემ თელავის მუნიციპალიტეტად გაიყო. ახალი გერბებისა და დროშების შესაქმნელად გამოცხადებულ ჰერალდიკის კონკურსში გამარჯვებული გერბი 2016 წლის 20 აპრილს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №11 დადგენილებით დამტკიცდა.[1]
აღწერილობა
რედაქტირებაგერბის ფარი ზემოდან ქვემოთ გაკვეთილია ორ ნაწილად, ტალღოვანი სამი ვერცხლის ყაბიწით.
- ფარის პირველ ნაწილში მეწამული ველის ცენტრში მოთავსებულია ოქროს ქვევრი.
- ფარის მეორე ლაჟვარდის ველზე გამოსახულია ორი ოქროს მტევანი და ვაზის ორი ოქროს ფოთოლი.
გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია კარიბჭით. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია დევიზი „თელავი“.
წინა გერბის აღწერილობა
რედაქტირებაგერბის ფარი გადაკვეთილია და ზემოთ გაკვეთილი.
- I ნაწილი — ლაჟვარდოვან ველზე შვიდი ოქროს ბორცვი (მთა) 4/3. ზედა ოთხ ბორცვზე ოქროს 4 ციხე-კოშკია მოთავსებული; მათ ზემოთ კი ოქროს ხუთქიმიანი გვირგვინი.
- II ნაწილი — მეწამულ (წითელ) ველზე ვერცხლის ფრთოსანი ცხენი.
- III ნაწილი — ვერცხლის ველზე ვერტიკალურად ზურმუხტის (მწვანე) ყურძნის ორი მტევანი, მათ შორის ზურმუხტის (მწვანე) ვაზის ორი ფოთოლი.
გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი — სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით.
ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი — „თელავი“.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- თელავის მუნიციპალიტეტის დროშა და გერბი. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო (heraldika.ge) (აპრილი 20, 2016). ციტირების თარიღი: 28 ივლისი 2016.
- თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №11. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge) (აპრილი 20, 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 აპრილი 2021. ციტირების თარიღი: 28 ივლისი 2016.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №11. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge) (აპრილი 20, 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 აპრილი 2021. ციტირების თარიღი: 28 ივლისი 2016.