თელავის მუნიციპალიტეტის დროშა
თელავის მუნიციპალიტეტის დროშა — თელავის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლო გერბთან ერთად. მიღებულია თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.
თელავის მუნიციპალიტეტის დროშა | |
---|---|
მიღებულია | თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №11 დადგენილებით, 20 აპრილი, 2016 წლის[1] |
პროპორცია | 2:3 |
წინა დროშები | |
თელავის მუნიციპალიტეტის დროშა 2010-2016 წლებში | |
პროპორცია | 2:3 |
აღწერილობა
რედაქტირებადროშა ვერტიკალურადაა გაყოფილი ლაჟვარდის 1/3 და მეწამულ 2/3 ველებად.
ლაჟვარდისა და მეწამული ველების კვეთის ცენტრში მოთავსებულია ფარი, რომელიც დროშის სიმაღლის 1/2-ია. ფარი ზემოდან ქვემოთ გაყოფილია ორ ნაწილად ტალღოვანი სამი ვერცხლის ყაბიწით. ფარის პირველ ნაწილში მეწამული ველის ცენტრში მოთავსებულია ოქროს ქვევრი. ფარის მეორე ლაჟვარდის ველზე გამოსახულია ორი ოქროს მტევანი და ვაზის ორი ოქროს ფოთოლი.
ფარს შემოვლებული აქვს თეთრი ფერის არშია. დროშის პროპორციაა 2/3.
წინა დროშის აღწერილობა
რედაქტირებადროშის ველი გაყოფილია ჰორიზონტალურად ორ ნაწილად: მეწამულ (წითელ) და ლაჟვარდოვან (ლურჯ) ველებად. დროშის ცენტრში გამოსახულია ვერცხლის ფრთოსანი ცხენი. დროშის პროპორციაა 2:3.
ადმინისტრაციული რეფორმის შემდეგ
რედაქტირება2014 წელს თელავის მუნიციპალიტეტი ორ ადმინისტრაციულ ერთეულად: თვითმმართველ ქალაქ თელავად და თვითმმართველ თემ თელავის მუნიციპალიტეტად გაიყო. ახალი გერბებისა და დროშების შესაქმნელად გამოცხადებულ ჰერალდიკის კონკურსში გამარჯვებული დროშა 2016 წლის 20 აპრილს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №11 დადგენილებით დამტკიცდა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- თელავის მუნიციპალიტეტის დროშა და გერბი. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო (heraldika.ge) (აპრილი 20, 2016). ციტირების თარიღი: 28 ივლისი 2016.
- თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №11. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge) (აპრილი 20, 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 აპრილი 2021. ციტირების თარიღი: 28 ივლისი 2016.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №11. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge) (აპრილი 20, 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 აპრილი 2021. ციტირების თარიღი: 28 ივლისი 2016.