თეირანის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

თეირანის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი (სომხ. Սուրբ Աստվածածին եկեղեցի) — სომხური ეკლესია თეირანში, ირანი, რომელიც აშენდა 1945 წელს.

თეირანის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება სომხური სამოციქულო ეკლესია
ადგილმდებარეობა 35°41′45″N 51°24′53″E / 35.69576547° ჩ. გ. 51.4147684° ა. გ. / 35.69576547; 51.4147684კოორდინატები: 35°41′45″N 51°24′53″E / 35.69576547° ჩ. გ. 51.4147684° ა. გ. / 35.69576547; 51.4147684
კურთხევის წელი 1945
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1938

1945 წლიდან 1970 წლამდე ეკლესია იყო სომეხთა მთავარეპისკოპოსის ოფიციალური ოფისი და რეზიდენცია, რომელიც შემდეგ გადაიტანეს იყო თეირანის წმინდა სარკისის საკათედრო ტაძარში.

თეირანის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი მდებარეობს მასუდ-ე-სადის ქუჩასა და მირზა კუჩაქ ხანის ქუჩას შორის, თეირანში, ჯომჰურის გამზირიდან არც თუ ისე შორს.

 
თეირანის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი

ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა გენოციდის დროს და მის შემდეგ, დაახლოებით 50 000 სომეხმა ირანში იპოვა თავშესაფარი. 1920 წელს სომხეთის გასაბჭოებისა და იოსებ სტალინის მმართველობის დროს განხორციელებული წმენდის შემდეგ, სომხეთიდან მრავალი მოქალაქე წავიდა ირანში, მათ შორის იყო ეკლესიის არქიტექტორი, ნიკოლაი ლაური. ასე რომ, ირანის დედაქალაქში სომხური სამოციქულო ეკლესიის წარმომადგენლების რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა და გაჩნდა ახალი ეკლესიის აშენების საჭიროება.

1937 წლის 17 აპრილს გაიმართა შეხვედრა და ნიკოლაი ლაურს სთხოვეს წარმოედგინა ეკლესიის აშენების გეგმა 60000 ტომანის ბიუჯეტით. თუმცა ნიკოლაი ლაური 1939 წელს გარდაიცვალა და გეგმა ნიკოლაი მარკოვმა მოიყვანა სისრულეში. რომან ისაიანმა (რუსეთში ისაევს ეძახდნენ) დააფინანსა ეკლესიის მშენებლობა, რომელიც 100 000 ტომანი დაჯდა. სამშენებლო სამუშაოები დაიწყო 1938 წლის 17 აპრილს და დასრულდა იმავე წელს. ეკლესია მონათლა 1945 წელს კილიკიის კათოლიკოსის გარეგინ I-ის მიერ, როგორც წმინდა მარიამის ეკლესია.[1][2][3][4]

1945 წლიდან 1970 წლამდე ეკლესია იყო სომეხთა მთავარეპისკოპოსის ოფიციალური ოფისი და რეზიდენცია, რომელიც შემდეგ გადაიტანეს იყო თეირანის წმინდა სარკისის საკათედრო ტაძარში, რომელიც დასრულდა 1970 წელს.

2002 წლის 13 თებერვალს ეკლესია დარეგისტრირდა ირანის კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის ორგანიზაციის მიერ ეროვნულ ძეგლად, სარეგისტრაციო ნომრით 7237.[5]

არქიტექტურა

რედაქტირება

ეკლესიის თავდაპირველი გეგმა არ არის შემონახული, მაგრამ ეკლესია აშენდა მეშვიდე და მეათე საუკუნეების სომხური ეკლესიებისთვის დამახასიათებელი არქიტექტურით. წმინდა მარიამის ეკლესია, რომელიც ნაცრისფერი ბაზალტის ქვისგან არის ნაგები, არის ზომით 32,5 მ × 19,8 მ და იკავებს დაახლოებით 550 კვადრატულ მეტრ ფართობს. სხვა სომხური ეკლესიების მსგავსად მასაც ჯვრის ფორმა აქვს და მისი საკურთხეველი აღმოსავლეთით მდებარეობს. ეკლესიას აქვს ორი გუმბათი, დიდი და პატარა. მთავარი გუმბათი ბიზანტიური არქიტექტურის ნიმუშია. ეკლესიის მთავარი შესასვლელი დასავლეთ მხარეს არის.

მთავარეპისკოპოსი არდაკ მანოკიანის მუზეუმი

რედაქტირება

მთავარეპისკოპოს არდაკ მანოკიანის მუზეუმი 2000 წელს გაიხსნა არამ I-ის მიერ. ამ მუზეუმის სხვადასხვა განყოფილებაში გამოფენილია ირანში მდებარე სომხური ეკლესიების ფოტო-სურათები, საეკლესიო ცერემონიების დროს გამოყენებული აქსესუარები, რელიგიური ხელნაწერი წიგნები და ტრადიციული სომეხი ქალების ტანსაცმელი. მუზეუმში ასევე ინახება არდაკ მანოკიანის რამდენიმე დოკუმენტი და პირადი ნივთები, ასევე სომეხი მხატვრების ნამუშევრები. არდაკ მანოკიანი იყო სომხების მთავარეპისკოპოსი ირანის რევოლუციის შემდეგ. ის გარდაიცვალა 1999 წელს თეირანში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ویکتور دانیل، بیژن شافعی و سهراب سروشیانی، معماری نیکلای مارکُف (تهران: ۱۳۸۲) [Victor Daniel, Bijan Shafei and Sohrab Sarshiani, Nikolai Markov's Architecture. Tehran: 2003.]
  • دانشنامهٔ تاریخ معماری ایرانشهر. سازمان میراث فرهنگی و گردشگری ایران. [Encyclopedia of the history of Iranshahr architecture. Cultural Heritage and Tourism Organization of Iran.]
  • پروندههای ثبت آثار ملی ایران საიტზე Wayback Machine (archived 23 October 2015)

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Information panel at Surp Asdvadzadzin Church, 2015.
  2. ویکتور دانیل، بیژن شافعی و سهراب سروشیانی، معماری نیکلای مارکُف (تهران: ۱۳۸۲) [Victor Daniel, Bijan Shafei and Sohrab Sarshiani, Nikolai Markov’s Architecture. Tehran: 2003.]
  3. Յովիկ Մինասեան (Yovik Minasian). ԱՄԵԱԿ - Ռոման Բաղդանի Իսայեան (1889-1966), Ս. Աստւածածին եկեղեցու օծման 70-ամեակի առթիւ) დაარქივებული 2021-06-21 საიტზე Wayback Machine. [AHEAK - Roman Baghlan Isayan Isayev (1889-1966), On the Occasion of the 70th Anniversary of the Consecration of St. Astvatsatsin Church]. Alik (Ալիք) online, 5 September 2015.
  4. Թեհրանի Ս. Աստւածածին եկեղեցու 70-ամեակի տօնահանդէսը՝ «Կոմիտաս» սրահում დაარქივებული 2021-07-19 საიტზე Wayback Machine. . Alik (Ալիք) online, 24 November 2015.
  5. پروندههای ثبت آثار ملی ایران. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 ოქტომბერი 2015. ციტირების თარიღი: 31 ოქტომბერი 2021. [Encyclopedia of the history of Iranshahr architecture. Cultural Heritage and Tourism Organization of Iran.]