მთავარი მენიუს გახსნა

გარეგინ I (სომხ. Գարեգին Ա; ერისკაცობაშინშან სარქისიანი (სომხ. Նշան Սարգիսեան); დ. 27 აგვისტო, 1932, ქესაბი, სირია — გ. 29 ივნისი, 1999, ვაღარშაპატი, სომხეთი) — სრულიად სომეხთა უმაღლესი კათოლიკოსი და პატრიარქი 1995-1999 წლებში, კილიკიის კათოლიკოსი 1983-1994 წლებში.

მისი უწმიდესობა სრულიად სომეხთა უმაღლესი კათოლიკოსი და პატრიარქი
გარეგინ I
Գարեգին Ա Քեսաբցի
დროშა
131-ე სრულიად სომეხთა უმაღლესი კათოლიკოსი და პატრიარქი, კილიკიის კათოლიკოსი
4 აპრილი, 1995 — 29 ივნისი, 1999
ეკლესია: სომხური წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია
წინამორბედი: ვაზგენ I
მემკვიდრე: გარეგინ II
 
განათლება: Oxford-University-Circlet.svg ოქსფორდის უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი: ღვთისმეტყველების დოქტორი
დაბადების სახელი: ნშან სარქისიანი (სომხ. Նշան Սարգիսեան)
დაბადება: 27 აგვისტო, 1932
ქესაბი, სირია
გარდაცვალება: 29 ივნისი, 1999 (66 წლის)
ვაღარშაპატი, სომხეთი
Coat of Arms of the Armenian Apostolic Church.svg

ბიოგრაფიარედაქტირება

ნშან სარქისიანი დაიბადა სიირიელ სომეხთა ოჯახში, ქალაქ ქესაბში. 1946—1952 წლებში სწავლობდა კილიკიის კათოლიკოსატის სასულიერო სემინარიაში, 1949 წლის 29 მაისს გახდა დიაკვანი, ხოლო 1952 წლის 28 სექტემბერს — მღვდელმონოზონი. 1955 წელს მიეკუთვნა არქიმანდრიტის წოდება. 1957—1959 წლებში სწავლობდა ოქსფორდში, დაიცვა დისერტაცია „ქალკედონის საეკლესიო კრება და სომხური ეკლესია“ და მიიღო ღვთისმეტყველების დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. 1963 წელს ხდება უმაღლესი არქიმანდრიტი, ხოლო 1964 წელს — ეპისკოპოსი. ათი წლის შემდეგ, 1974 წელს ხდება სომხური ეკლესიის ამერიკის აღმოსავლეთის არქიეპისკოპოსი. 1977 წელს იყო არჩეული კილიკიის კათოლიკოსის ხორენ I ბაროიანის თანამმართველად, ხოლო უკანასკნელის გარდაცვალების შემდეგ 1983 წელს, გახდა კილიკიის კათოლიკოსი — გარეგინ II.

ვაზგენ I-ის გარდაცვალების შემდეგ 1995 წელს, სომხური ეკლესიის საერთო ეროვნულ კრებაზე კილიკიის კათოლიკოსი გარეგინ II არჩეულ იქნა სრულიად სომეხთა უმაღლეს კათოლიკოსად და პატრიარქად — გარეგინ I-ად.

გარეგინ I გარდაიცვალა 66 წლის ასაკში 29 ივნისი, 1999, ქალაქ ვაღარშაპატში, დაკრძალულია ეჩმიაძინის საკათედრო ტაძარში.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სომხური სამოციქულო ეკლესია
წინამორბედი:
ხორენ I
კილიკიის კათოლიკოსი
გარეგინ II

19831995
შემდეგი:
არამ I
წინამორბედი:
ვაზგენ I
სრულიად სომეხთა უმაღლესი კათოლიკოსი და პატრიარქი
გარეგინ I

19951999
შემდეგი:
გარეგინ II