თეთრი ხმაური (რომანი)
„თეთრი ხმაური“ (ინგლ. "The White Noise") — ამერიკელი ავტორის, დონ დელილოს, რიგით მერვე რომანი, რომელიც გამოიცა 1985 წელს. იმავე წელს ნაწარმოებმა დაიმსახურა აშშ-ის ეროვნული წიგნის ჯილდო.[1]
„თეთრი ხმაური“ | |
---|---|
| |
ავტორი | დონ დელილო |
ენა | ინგლისური ენა |
გამომცემელი | Viking Press |
გამოცემის თარიღი | 21 იანვარი, 1985 |
თეთრი ხმაური თანამედროვე პოსტმოდერნისტული ლიტერატურის ნათელი მაგალითია. იგი სამართლიანად მიიჩნევა ავტორის გამორჩეულ ნაწარმოებად, რომელმაც შეძლო და მოუპოვა მის შემოქმედს საყოველთაო აღიარება. ჟურნალ „ტაიმმა“ იგი შეიყვანა 1923 წლიდან 2005 წლამდე დაწერილ 100 საუკეთესო ინგლისურენოვან ნაწარმოებს შორის.[2] აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად ავტორს უნდოდა, ნაწარმოებისთვის დაერქვა „პანასონიკი“ (Panasonic), თუმცა კორპორაციამ მწერალს უჩივლა, რამაც ავტორს სხვა სახელის მოფიქრებისკენ უბიძგა.[3]
წიგნი ადაპტირდა 2022 წელს რეჟისორ ნოა ბაუმბახის მიერ, პროტაგონისტი ჯეკის როლი კი მსახიობმა ადამ დრაივერმა მოირგო.[4]
სიუჟეტი
რედაქტირებამთავარი გმირი — ჯეკ გლედნი — არის ლექტორი უსახელო კოლეჯში, რომელიც ნაწარმოებში აღწერილია, როგორც კოლეჯი გორაზე. იგი როგორც პიროვნულად, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით იკვლევს ადოლფ ჰიტლერსა და მის შემოქმედებას და მიუხედავად იმისა, რომ გერმანული ენის შესწავლა სულ ახალი დაწყებული აქვს, მაინც მოიპოვა გარკვეული რეპუტაცია. ჯეკი გამოგონილ ქალაქ ბლექსმიტში ცხოვრობს, იგი მეხუთე ქორწინებაშია ამჟამინდელ მეუღლესთან, ბაბეტთან ერთად და ჰყავს ოთხი შვილი (ჰაინრიხი, სტეფი, დენისი და უაილდერი), ნაწარმოებში კი მათი ცხოვრების ერთ წელს ვეცნობით. ჯეკს და ბაბეტს ძალიან ეშინიათ სიკვდილის, ისინი მუდმივად ფიქრობენ იმაზე, თუ რომელი მათგანი შეიძლება მოკვდეს პირველი და, თუ ეს მოხდება, როგორც გაგრძელდება ცხოვრება მეორისთვის.
რომანის პირველი ნაწილი სახელწოდებით „ტალღები და გამოსხივება“ წარმოადგენს თანამედროვე ოჯახური ცხოვრების ქრონიკას, რომელიც შერწყმულია აკადემიური ცხოვრების სატირასთან. ეს ნაწილი წარმოადგენს ერთგვარ შესავალს, რომელშიც ვეცნობით იმ პერსონაჟებსა თუ თემებს, რომლებიც თან გასდევს ნაწარმოებსბოლომდე, მათ შორის კოლეჯში არსებულ პროფესორებსაც კი. მეორე ნაწილში — „ტოქსიკური გაქცევა ატმოსფეროში“ — ხდება ჰაერში ქიმიური გაჟონვა, რაც იწვევს მოსახლეობის ევაკუაციას. ჯეკი ეტანება ტოქსინს, რაც იწვევს სიკვდილის შიშს. ორგანიზაცია, სახელად SIMUVAC, შემდეგ აწარმოებს ევაკუაციის სიმულაციების სერიას, რაც მიუთითებს იმაზე, თუ როგორ ცვლის სიმულაციები რეალობას.წიგნის მესამე ნაწილში, „დილარამა“, ბაბეტი შეიტყუებს ჯეკს და მიაღებინებს წამალს, სახელად დილარი, სიკვდილის შიშის დაძლევის მიზნით. ჯეკი წამლით შეპყრობილი ხდება, რაც მხატვრულად ასახავს თანამედროვე მსოფლიოს გატაცებას წამლებითა და სიკვდილით. ამის შემდეგ ჯეკს ექნება საუბარი თავის კოლეგასთან — მიურეისთან -, რომელიც ურჩევს, რომ სიკვდილის შიშის დაძლევის ერთ-ერთი გზაა ვინმეს მოკვლა, რის შემდეგაც ჯეკი გადაწყვეტს, მოძებნოს და მოკლას კაცი, რომელსაც ბაბეტთან ჰქონდა ინტიმური კავშირი. ჯეკი მას აღმოაჩენს სასტუმროს ნომერში, საკუთარ ნარკოილუზიაში. მას მიეცემა შანსი, ესროლოს უილის სიმამრის მიერ მიცემული ისრაღიდან, თუმცა მას მხოლოდ მკლავში გაარტყამს ტყვიას, უილს წაიყვანს საავადმყოფოში, შემდეგ კი დაბრუნდება სახლში. ბოლო თავში აღწერილია უაილდერის, უმცროსი შვილის, სამთვლიანი ველოსიპედის ისტორია, როცა ის სასწაულებრივად გადარჩება.
სტრუქტურა
რედაქტირებათეთრი ხმაური დაწერილია პირველ პირში, მთავარი გმირის, ჯეკ გლედნის თვალით. ჯეკი საშუალო ასაკისაა და ზედმეტად აწუხებს სიკვდილის გარდაუვალობა. პირველი პირის პერსპექტივა აუდიტორიას აძლევს შესაძლებლობას დაინახოს ჯეკის ნამდვილი აზრები და გრძნობები. რომანის უმეტესი ნაწილი დიალოგშია დაწერილი, უპირველეს ყოვლისა, ფოკუსირებულია პერსონაჟებსა და ჯეკის ინტერპრეტაციებზე. ავტორი მიზანმიმართულად ქმნის ჯეკის დიალოგს, რათა შექმნას ფილოსოფიური გარემო. ჯეკის პერსონაჟის დიალოგი სიუჟეტს უკეთეს მნიშვნელობას ანიჭებს, ვიდრე სხვა პერსონაჟების.[5]
ადგილმდებარეობა
რედაქტირებათეთრი ხმაური იწყება გარეუბანში, ქალაქ ბლექსმიტში. ჯეკი დიდ დროს ატარებს თავის სამუშაოზე კოლეჯში, კოლეჯ გორაზე. რომანში საუბარია ამინდისა და გარემოს დაბინძურების საკითხებზეც. წიგნის დასასრულს ოჯახი მიდრეკილია სხვადასხვა ადგილიდან გადაადგილებისა და მოგზაურობისკენ.[6]
თეთრი ხმაურის ზუსტი გეოგრაფიული გარემო უცნობია , მაგრამ რომანის ელემენტებიდან გამომდინარე ვიგებთ, რომ მოქმედება აშშ-ის შუა დასავლეთში უნდა მიმდინარეობდეს. გამოგონილ რკინის ქალაქს და ამერიკული ლუდის კომპანიას — The Iron City Brewing Company - საერთო სახელი გააჩნიათ. კრიტიკოსმა ჯონ პისტელიმ აღნიშნა, რომ აშშ-ის შუა დასავლეთის გარემო ნაწარმოების თემატიკასთან ყველაზე შესაფერისია.[7]
ანალიზი
რედაქტირებაწიგნი იკვლევს რამდენიმე თემას, რომლემიც ჩამოყალიბდა მეოცე საუკუნის შუა ხანებში, მაგალითად, ყოვლიმომცველ კონსუმერიზმს, მედია გაჯერებას, მიწისქვეშა შეთქმულებებს, ოჯახის დაშლას, გლობალურ დაბინძურებას, აკადემიურ ინტელექტუალიზმსა და რეინტეგრაციას. რომანის სტილს ახასიათებს არაერთგვაროვნება, რომელიც იყენებს „ტონების, სტილისა და ხმების მრავალ სახეს, რომელთაც გააჩნიათ ტერორისა და სატირული იუმორის შერწყმის ეფექტი, როგორც თანამედროვე ამერიკის არსებითი ტონი“.[8]
გავლენა კულტურაზე
რედაქტირებაჯგუფმა The Airborne Toxic Event აღნიშნული სახელი სწორედ ამ ნაწარმოებიდან აიღო.[9]
ამერიკულმა როკ-ჯგუფმა Interpol გამოუშვა სინგლი, სახელწოდებით The Heinrich Maneuver, რაც პირდაპირ მიანიშნებს ჯეკის შვილზე.[10]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ "National Book Awards – 1985". National Book Foundation. Retrieved March 27, 2012. (With essays by Courtney Eldridge, Matthew Pitt, and Jess Walter from the Awards 60-year anniversary blog.)
- ↑ Grossman, Lev. (January 11, 2010) White Noise (1985), by Don DeLillo. ციტირების თარიღი: August 4, 2014
- ↑ Hearst, Andrew. (February 22, 2005) An Annotation of the First Page of White Noise, With Help From Don DeLillo. Andrew Hearst. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 4, 2008. ციტირების თარიღი: ოქტომბერი 16, 2022.
- ↑ Newman, Nick. (January 13, 2021) Noah Baumbach Adapting Don DeLillo's White Noise; Adam Driver & Greta Gerwig to Star.
- ↑ Phillips, Jane. 'White Noise,' by Don DeLillo. The New York Times. ციტირების თარიღი: April 19, 2021
- ↑ Phillips, Jane. 'White Noise,' by Don DeLillo. The New York Times. ციტირების თარიღი: April 19, 2021
- ↑ Pistelli, John. (February 25, 2018) Don DeLillo, White Noise. ციტირების თარიღი: October 3, 2022
- ↑ Lentricchia, Frank (ed.). New Essays on White Noise. Cambridge; New York: CUP, 1991.
- ↑ Banks, Brian. (September 16, 2008) The Airborne Toxic Event interview. ციტირების თარიღი: July 8, 2014
- ↑ Ambler, Charlie. (September 8, 2014) Interpol Is Back to Defy All Dad-Rock Expectations en-US. ციტირების თარიღი: February 13, 2019