თეთრი კარპატები
თეთრი კარპატები (სლოვაკ. Biele Karpaty, ჩეხ. Bílé Karpaty) — ქედი დასავლეთ კარპატებში, ჩეხეთსა და სლოვაკეთში. მაქსიმალური სიმაღლე 970 მ (მთა ველკა-იავორჟინა). ქედის სიგრძეა 75 კმ, სიგანე 20-30 კმ. აგებულია ქვიშაქვებითა და ფიქლებით. მწვერვალების მოსწორებული ზედაპირები გადადის ციცაბო კლდეებში. სამხრეთ-აღმოსავლეთით შემოზღუდულია მდინარე ვაგის გრძივი ხეობით. გვხვდება მუხისა და წიფლის ტყეები. არის საძოვრები.
თეთრი კარპატები | |
---|---|
თეთრი კარპატები | |
კოორდინატები: 49° ჩ. გ. 18° ა. გ. / 49° ჩ. გ. 18° ა. გ. | |
ქვეყანა | ჩეხეთი სლოვაკეთი |
უმაღლესი წერტილი | ველკა-იავორჟინა |
სიმაღლე | 970 მ |
სიგრძე | 75 კმ |
სიგანე | 20-30 კმ |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- თეთრი კარპატები — სტატია დიდი საბჭოთა ენციკლოპედიიდან (რუსული)