თეთრყელა კვერნა
(გადამისამართდა გვერდიდან თეთრგულა კვერნა)
თეთრყელა კვერნა, თეთრგულა კვერნა, ქვის კვერნა (ლათ. Martes foina) — მტაცებელი ძუძუმწოვარი ცხოველი კვერნისებრთა ოჯახისა. გავრცელებულია დასავლეთ ევროპაში, შუა და წინა აზიაში, ტიბეტში, რუსეთში. ბინადრობს მრავალგვარ სტაციაში: ტყეში, უტყეო ადგილებში, ბუჩქნარებში, პარკებში, კულტურულ ლანდშაფტში, კლდოვან ქვანაყარ კომპლექსებში, დასახლებულ ადგილებში. აღწევს ზღვის დონიდან 4000 მ-მდე. არის რამდენიმე ქვესახეობა. ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის მიერ ის მიჩნეულია მცირე საფრთხის ქვეშ მყოფ სახეობად.
თეთრყელა კვერნა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Martes foina | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 29672 | |||||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- ენუქიძე გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 7.