თედო აბჟანდაძე

ქართველი მორაგბე

თედო აბჟანდაძე (დ. 13 ივნისი 1999) — ქართველი მორაგბე. 2019 წლიდან თამაშობს ფრანგულ „ბრივში“ პირველი მგეზავის პოზიციაზე. 2017-2018 წლებში იყო ტერენის კოლეჯის მოთამაშე, 2017-2018 წლის სეზონში კი ქუთაისის აიას ღირსებას იცავდა.[1] 2018 წლიდან თამაშობს საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებში.[2]

თედო აბჟანდაძე
პირადი მონაცემები
დაბადების თარიღი 13 ივნისი, 1999 (1999-06-13) (25 წლის)
დაბადების ადგილი ქუთაისი
სიმაღლე 177 სმ
წონა 80 კგ
ინფორმაცია კლუბის შესახებ
კლუბი რკ ბრივი (საფრანგეთი)
პოზიცია პირველი მგეზავი
ნომერი 9,10
თამაში 0
ქულა 0
ეროვნული ნაკრები
ნაკრები ეროვნული ნაკრები (2018- დღემდე)
ნომერი 9,10
თამაში 4
ქულა 32
კარიერა
კლუბები ქუთაისის აია 2016-2017
ტერენის კოლეჯი 2017-2018
ქუთაისის აია 2018-2019
რკ ბრივი (საფრანგეთი) 2019-

კარიერის დასაწყისი

რედაქტირება

აბჟანდაძემ რაგბის თამაში მშობლიურ ქუთაისში, ქართული რაგბის კლუბ „აიაში“ 8-9 წლის ასაკში დაიწყო, მისი პირველი მწვრთნელები რამაზ სვანაძე და ალეკო ნიქაბაძე იყვნენ. კარიერის დასაწყისს თედო ასე იხსენებს:

 
„სკოლაში, კლასში ვიჯექი, როდესაც რამაზ სვანაძე შემოვიდა და ბიჭებს გვითხრა, რომ რაგბის წრე იხსნებოდა, ვისაც სურვილი გვქონდა, შეგვეძლო უფასოდ გვევარჯიშა და ტურნირებშიც მივიღებდით მონაწილეობას. ამ დროს ფეხბურთზე დავდიოდი, თუმცა იდეა მომეწონა და პარალელურად რაგბიზეც დავიწყე სიარული. მწვრთნელი მეუბნებოდა, რომ არც ფეხბურთისთვის დამენებებინა თავი და თუ საბოლოოდ არჩევანს რაგბიზე შევაჩერებდი, ეს ფეხით თამაშის დახვეწაში დამეხმარებოდა. დაახლოებით 2 წელი ორივე სპორტზე დავდიოდი, თუმცა რაგბი უფრო მომწონდა, ალბათ, მისი თამაში უკეთაც გამომდიოდა და საბოლოოდ არჩევანი რაგბიზე შევაჩერე. რაგბის თამაშისას უფრო ლაღი ვიყავი, მეტად ვერთობოდი, სკოლისა თუ უბნის მეგობრებმაც რაგბი აირჩიეს და არჩევანის გაკეთებისას ბევრი არ მიფიქრია.[3]

მოგვიანებით, თედო საქართველოს რაგბის აკადემიის დასავლეთ საქართველოს ახლად გახსნილ ფილიალში მიიწვიეს, სადაც მომზადებას გადიოდა და მომავალი კარიერისთვის უნარებს ხვეწდა. 17 წლის ასაკში უკვე ქუთაისის „აიას“ ძირითად შემადგენლობაში თამაშობდა. შემდეგ კი საქართველოს 20 წლამდელთა ეროვნული ნაკრების წევრიც გახდა.[3]