აია (სარაგბო კლუბი)
აია ქუთაისი — საქართველოს უმაღლესი ლიგის სარაგბო კლუბი.
აიას სტადიონი | |
სრული სახელი | სარაგბო კლუბი აია ქუთაისი |
---|---|
დაარსდა | 1966 |
მოედანი | აია არენა |
ლიგა | დიდი 10 |
ოფიციალური საიტი | |
www.aia-rugby.ge |
კლუბი დაარსდა 1966 წელს ქუთაისში და სახელი მშობლიური ქალაქის ანტიკური სახელწოდებიდან იქნა შერჩეული. აია ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბი იყო საბჭოთა კავშირში, სადაც 80-იანი წლებში სრული ჰეგემონია დაამყარა და სამჯერ მოიგო ეროვნული ჩემპიონატი, თითოჯერ მეორე და მესამე ადგილი დაიკავა, ორჯერ კი ქვეყნის თასის მფლობელი გახდა.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კლუბმა ასპარეზობა ახლადშექმნილ საქართველოს ჩემპიონატში განაგრძო, სადაც დაარსებიდან ერთ-ერთი მოწინავე კლუბი იყო და საპრიზო ადგილების დაკავების მუდმივი კანდიდატი.
ტიტულები
რედაქტირება- საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი:
- ჩემპიონი (3): 1987, 1988, 1989
- ვიცე-ჩემპიონი (1): 1984
- მესამე ადგილი (1): 1985
- საბჭოთა კავშირის თასი:
- გამარჯვებული (2): 1987, 1990,
- საქართველოს ჩემპიონატი:
- ჩემპიონი (11): 1969, 1978, 1982, 1982–83, 1983–84, 1984–85, 1985, 1990, 1991, 1995, 2020-21
- ვიცე-ჩემპიონი (4): 1988, 1992, 1997, 2011, 2017-18
- მესამე ადგილი (7): 1973, 1974, 1975, 1976, 1977, 1993, 2012-13
სტადიონი
რედაქტირებააია არენა აშენდა 2015 წელს. ის მოიცავს 9 ჰექტარ ტერიტორიას და 4 მოედანს.