თედორე დრიჟენკო
თედორე დრიჟენკო (რუს. Дриженко, Фёдор Кириллович; დ. 4 მაისი, [ ძვ. სტ. 22 აპრილი], 1858, ეკატერინოსლავი — გ. 16 აპრილი, 1922, კრასნოიარსკი) — რუსი ჰიდროგრაფ-გეოდეზისტი. 1886 წელს დაამთავრა საზღვაო აკადემია. ხელმძღვანელობდა აგეგმვით სამუშაოს ონეგის ტბაზე (1891–1894) და ბაიკალის ტბაზე ჩატარებულ ჰიდროგრაფიულ ექსპედიციას (1897–1903). განახორციელა მაგნიტური გაზომვების სერია და ასტრონომიული დაკვირვებანი. 1903 წლიდან უმეტესწილად დაკავებული იყო რუსეთის ჩრდილოეთის ზღვების კვლევით. იყო ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანის ჰიდროგრაფიული ექსპედიციისა (1903–1905) და თეთრი ზღვის ცალკეული აგეგმვითი სამუშაოების ხელმძღვანელი (1905–1908). 1908–1912 წლებში მთავარი ჰიდროგრაფიული სამმართველოს დამხმარე, 1912 წელს — მურმანსკის სანაპიროს ცალკეული აგეგმვის ხელმძღვანელი. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ დრიჟენკო მსახურობდა ჩრდილოეთის საზღვაო გზის კომიტეტში, ამასთანავე ხელმძღვანელობდა ციმბირის მდინარეებისა და ზღვების ჰიდროგრაფიულ კვლევას. ავტორია 50-მდე სამეცნიერო ნაშრომისა. ნაშრომების დიდი ნაწილი გამოუქვეყნებელი დარჩა. მისი სახელობისაა კონცხი ახალი მიწაზე.
- 1891 წლის 16 იანვარი – აირჩიეს რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების ნამდვილ წევრად;
- 1894 წლის 17 თებერვალი – აირჩიეს რუსეთის ასტრონომიული საზოგადოების ნამდვილ წევრად;
- 1909 წელს – დაინიშნა რუსეთის მუდმივ წარმომადგენლად ბრიუსელის სანაოსნო საერთაშორისო კომისიაში;
- 1912 წელს – წარადგინა რუსეთი საერთაშორისო საზღვაო კონფერენციაზე ქალაქ სანქტ-პეტერბურგში.
თედორე დრიჟენკო | |
---|---|
დაბ. თარიღი | 22 აპრილი (4 მაისი), 1858 |
დაბ. ადგილი | დნიპრო |
გარდ. თარიღი | 16 აპრილი, 1922 (63 წლის) |
გარდ. ადგილი | კრასნოიარსკი |
დასაფლავებულია | ტროიცკის სასაფლაო |
მოქალაქეობა | რუსეთის იმპერია |
საქმიანობა | გეოგრაფი, hydrographer და კარტოგრაფი |
ალმა-მატერი | საზღვაო კადეტთა კორპუსი |
თხზულებები
რედაქტირება- Краткий отчет о работах гидрографической экспедиции Байкальского озера за 1898 год, "Морской сборник", 1899, № 1. Краткий отчет о работах гидрографической экспедиции Байкальского озера за 1899 год, СПб, 1900;
- Гидрографическое исследование Байкала, "Невестин Русского географ. об-ва", 1902, т. 38, вып. 2; Лоция и физико-географический очерк озера Байкал, СПб, 1908.