თედორე გოლოვინი
თედორე გოლოვინი (რუს. Головин, Фёдор Алексеевич; დ. 1650 — გ. 10 აგვისტო [ძვ. სტ. 30 ივლისი], 1706) — რუსი დიპლომატი და სახელმწიფო მოღვაწე. ადმირალი (1699), გენერალ-ადმირალი (1700), გრაფი (1702). შეადგინა და 1689 წელს ჩინეთთან დადო ნერჩინსკის ხელშეკრულება. მონაწილეობდა აზოვის ლაშქრობებში (1695-1696). დიდი ელჩობის დროს იყო მეორე ელჩი. 1697–1700 წლებში პეტრე I-ის პირველი რეფორმების გატარებისა და საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლის პერიოდში, გოლოვინი მეფის უახლოესი თანამშრომელი იყო. 1699 წელს დაინიშნა სამხედრო-საზღვაო პრიკაზის უფროსად. მონაწილეობდა რუსეთის ფლოტისა და რეგულარული არმიის შექმნაში. 1700 წლიდან საელჩო პრიკაზის უფროსი იყო. 1704 წელს ხელი მოაწერა რუსეთ-პოლონეთის ხელშეკრულებას. მისი ხელმძღვანელობით დადგინდა რუსეთ-ოსმალეთის საზღვრები ყუბანსა და დნეპრისპირეთში (1703–1705)
თედორე გოლოვინი | |
---|---|
თედორე გოლოვინი | |
დაბადების თარიღი | 1650 |
გარდაცვალების თარიღი | 10 აგვისტო [ძვ. სტ. 30 ივლისი], 1706 |
ეროვნება | რუსი |
საქმიანობა | დიპლომატია |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 210.
- Богословский М. М.. Петр I. Материалы для биографии, т. 1—5, М., 1941—48 (см. Указ. имён);
- Терещенко А., Опыт обозрения жизни сановников, управлявших иностранными делами в России, ч. 1, СПБ, 1837;
- Крылова Т. К., Франко-русские отношения в первую половину Северной войны, в сборнике: Исторические записки, т. 7, [М.], 1940;
- Крылова Т. К., Русская дипломатия на Босфоре в начале XVIII в. (1700—1709), там же, т. 65, [М.], 1959.