თედორე ალექსანდრეს ძე ბრედიხინი (რუს. Фёдор Алекса́ндрович Бреди́хин; დ. 1831, ნიკოლაევი — გ. 1 (14) მაისი1904, პეტერბურგი) — რუსი ასტრონომი. პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1890).

თედორე ბრედიხინი
დაბ. თარიღი 1 (13) დეკემბერი, 1831 ან 25 ნოემბერი (7 დეკემბერი), 1831[1]
დაბ. ადგილი მიკოლაივი
გარდ. თარიღი 1 (14) მაისი, 1904 (72 წლის)
გარდ. ადგილი სანქტ-პეტერბურგი
დასაფლავებულია ივანოვოს ოლქი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
საქმიანობა ასტროფიზიკოსი
მუშაობის ადგილი წმინდა ვლადიმერის საიმპერატორო უნივერსიტეტი და მოსკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტი
ალმა-მატერი მოსკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი[2]
განთქმული მოსწავლეები ნიკოლოზ უმოვი
სამეცნიერო ხარისხი საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დოქტორი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1855 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტი. 1862 წელს დაიცვა სამაგისტრო დისერტაცია „კომეტების კუდების შესახებ“, ხოლო 3 წლის შემდეგ — დისერტაცია თემაზე „კომეტების შეშფოთებანი, რომლებიც დამოკიდებული არ არის პლანეტების მიზიდულობაზე“. 1865 წელს დაინიშნა მოსკოვის უნივერსიტეტის ორდინარულ პროფესორად, 1873 წელს — უნივერსიტეტის ობსერვატორიის დირექტორად, 1890 წელს კი — რუსეთის მთავარი ასტრონომიული ობსერვატორიის დირექტორად პოლკოვოში. 1895 წელს ავადმყოფობის გამო დატოვა პულკოვოს ობსერვატორია და პეტერბურგში გადასახლდა.

ბრედიხინის გამოკვლევები მოიცავს იმდროინდელი ასტრონომიის ყველა ძირითად დარგს. ასტრომეტრიის დარგში მან დიდი სიზუსტით ჩაატარა დაკვირვებები მერიდიანული წრით. მიკრომეტრიანი რეფრაქტორით განსაზღვრა მცირე ცთომილების მდებარეობა, გამოიკვლია მიკრომეტრული ხრახნის ცდომილებანი და ე. წ. დამკვირვებლის პიროვნული ცდომილებანი; ასტროფიზიკის დარგში მისი უშუალო მონაწილეობით დაიწყო მზის ქრომოსფეროს სისტემატიური დაკვირვებანი პროტუბერანც-სპექტროსკოპით, მზის ლაქების და ჩირაღდნების ფოტოგრაფირება; იუპიტერისა და მარსის ზედაპირთა გამოკვლევა, აგრეთვე კომეტებისა და ნისლეულთა სპექტრების შესწავლა. გრავიმერიის დარგში ბრედიხინმა გამოიკვლია საბრუნი საქანი და შვეულის გადახრა. მოსკოვის უნივერსიტეტში წამოიწყო და დაამთავრა თავისი ცნობილი გამოკვლევები კომეტებისა და მეტეორების შესახებ.

თ. ბრედიხინი იყო რუსეთისა და უცხოეთის სხვადასხვა სამეცნიერო საზოგადოების წევრი. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმმა ასტრონომიაში თვალსაჩინო შრომებისათვის დააწესა თ. ბრედიხინის სახელობის პრემია (1946).

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. Шереметевский В. В. Русский провинциальный некропольМосква: Иван Николаевич Кушнерёв, 1914.
  2. Mathematics Genealogy Project — 1997.