თეა ახვლედიანი
თეა ახვლედიანი (დ. 10 იანვარი, 1975, თბილისი) — ქართველი დიპლომატი და პოლიტიკოსი. საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში 2020 წლიდან.
თეა ახვლედიანი | |
საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 6 აგვისტო, 2020 |
პრეზიდენტი | სალომე ზურაბიშვილი |
პრემიერ-მინისტრი | გიორგი გახარია ირაკლი ღარიბაშვილი ირაკლი კობახიძე |
წინამორბედი | ქეთევან ციხელაშვილი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
14 ივნისი, 2019 – 6 აგვისტო, 2020 | |
პრეზიდენტი | სალომე ზურაბიშვილი |
პრემიერ-მინისტრი | მამუკა ბახტაძე, გიორგი გახარია |
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესტონეთში | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
22 აპრილი, 2014 – 1 ივნისი, 2019 | |
პრეზიდენტი | გიორგი მარგველაშვილი სალომე ზურაბიშვილი |
დაბადებული | 21 იანვარი, 1975 თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა | სსრკ → საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
განათლება | ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
განათლება
რედაქტირება1991-1996 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, არის საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალისტი, მიღებული აქვს დიპლომი ეკონომიკის დარგში. 2006-2007 წლებში განათლება მიიღო სტრატეგიული კვლევების ევროპულ ცენტრში, ბელგიაში, არის საერთაშორისო პოლიტიკის მაგისტრი.
კარიერა
რედაქტირება1997-1999 წლებში მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტიში, ევროკავშირთან ურთიერთობის სამმართველოს სტაჟიორად. 1999-2000 წლებში იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის ევროკავშირთან ურთიერთობის სამმართველოს ატაშე. 2000-2001 წლებში იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირთან ურთიერთობის დეპარტამენტის მეორე მდივანი. 2002-2004 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე. 2004 წლის იანვარ-მარტში ასრულებდა ამავე დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობას. 2004 წელს მარტიდან-სექტემბრამდე იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი. 2004 წლის სექტემბერ-ოქტომბერში იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საქმეთა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. 2004-2008 წლებში საქართველოს საელჩო ბენილუქსის ქვეყნებში, ევროკავშირთან საქართველოს მისიის მრჩეველი. 2008 წლის მარტიდან ამავე წლის ნოემბრამდე — საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე. 2008-2014 წლებში იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი. 2014-2019 წლებში — საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესტონეთში. 2019-2020 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში. 2020 წლის 6 აგვისტოდან არის საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში. 2011 წელს მიიღო საქართველოს ღირსების ორდენი.
პირადი ცხოვრება
რედაქტირებაჰყავს 1 შვილი. ფლობს ქართულ, რუსულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებაპოლიტიკური თანამდებობები | ||
---|---|---|
წინამორბედი: ქეთევან ციხელაშვილი |
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი 2020– |
შემდეგი: |