თბილისის შეთქმულება
თბილისის შეთქმულება 1765 — ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე II-ის წინააღმდეგ მიმართული გამოსვლა პაატა ბატონიშვილის მეთაურობით. მიზნად ისახავდა მეფის მოკვლას და ქართლში პაატა ბატონიშვილის გამეფებას.
შეთქმულებაში მონაწილეობდნენ დავით ბატონიშვილის (აბდულა-ბეგის ძე), ქართლის თავადები: სახლთუხუცესი დემეტრე ამილახვარი, მისი შვილი ალექსანდრე ამილახვარი, ელიზბარ თაქთაქიშვილი, გლახა ციციშვილი, დიასამიძე და სხვა აზნაურები, გლახთა და მოქალაქეთა ცალკეული წარმომადგენლები. ისტორიკოს ა.იოსელიანის აზრით, შეთქმულების უნებლიე მონაწილე ყოფილა ცნობილი პოეტი საიათნოვიც. შეთქმულებალაღომ. შეთქმულები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ კახეთის სამეფო შტოს წარმომადგენლის- ერეკლე II-ის ქართლში გამეფებით, მიიჩნევდნენ რა ქართლის სამეფო ტახტის კანონიერ მფლობელად ბაგრატიონთა მუხრანბატონების შტოს. არსებითად კი მათ არ მოსწონდათ საეფო ხელისუფლების გაძლიერება, ერეკლე II-ის ცენტრალისტური პოლიტიკა. შეთქმულები იკრიბებოდნენ ვინმე მარკოზაშვილის ბინაში, სადაც ცხოვრობდა პაატა ბატონიშვილი. ამის გამო მათ მარკოზაშვილის დარბაზელნი ეწოდათ. შეთქმულება გასცა სამშვილდელმა გლეხმა დათუნა ფეიქარმა, რომელმაც ეს ამბავი აღსარების დროს გაანდო სამეფო კარის მღვდელს ქრისტესიას. ერეკლე II-მ შეთქმულები შეიპყრო, მეტეხის ციხეში გამოკეტა, სასამართლოს გადასცა და თვითონ მომჩივანის როლში გამოვიდა. 1765 წელს 15 დეკემბერს თბილისში სამ ადგილას - მეტეხის ციხის ძირში, რიყეე და ანჩისხატის ეზოში მოეწყო შეთქმულთა საჯარო დასჯა: პაატა ბატონიშვილს თავი მოკვეთეს, ასევე დავით აბდულა-ბეგის ძე, დემეტრე ამილახვარი დასაჯეს „სამოქალაქო სიკვდილით" - თავზე ნაცარდაყრილი ვიდრე უკუღმა შესვეს და მთელი ქალაქი შემოარტყეს და სხვა შეთქმულთა ქონება ერეკლე II-მ მიიღო.
ლიტერატირა
რედაქტირება- ენციკლოპედია თბილისი, თბ., 2002, გვ. 922
- თბილისის ისტორია, I, თბ., 1990
- საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ, 4, თბ., 1973