დემეტრე ამილახვარი
დემეტრე ამილახვარი — XVIII საუკუნის 50-60-იანი წლების პოლიტიკური მოღვაწე, ქართლის სამეფო კარის სახლთუხუცესი, ერეკლე II-ის მოწინააღმდეგე თავადების ერთ-ერთი მეთაური.
მონაწილეობდა 1765 წლის პაატა ბატონიშვილის შეთქმულებაში. მეთაურობდა „მარკოზაშვილის დარბაზის“ უკიდურესად რეაქციულ ფრთას. შეთქმულების დამარცხების შემდეგ ჩამოართვეს მამულები, ქონება და დასაჯეს „სახალხო შერცხვენით“. ფიზიკური სასჯელისგან დაინდეს ავადმყოფობის გამო. გარდაიცვალა 80-იან წლებში.
ლიტერატურა
რედაქტირება- [კარბელაშვილი პ.] ცხვილოელი პ., მეფე ერეკლე და დემეტრე ამილახვარი, „მოამბე“, 1896, № 1, განყ. 2;
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 391.