თაღარი (ერთეული)
თაღარი — მარცვლეულის საწყაო ირანსა (XIII საუკუნიდან) და საქართველოში (XVIII-XIX საუკუნეებში). ირანში თაღარი 100 თავრიზულ მანს (83,2 კგ) შეადგენდა, საქართველოში კი — 30 ლიტრას (დაახლოებით 90-100 კგ).
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯაფარიძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 592.