თარგი:ფაქტები
011. დიდი კავკასიონის სისტემის ყველაზე მაღალი მთაა იალბუზი , რომლის სიმაღლეა 5642 მ. ამ მაჩვენებლით იგი ითვლება ევროპის უმაღლეს მწვერვალად და უსწრებს ცნობილ მონბლანს.
012. საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ახალი ეტაპი დაიწყო 1954 წელს, როდესაც ზ.გამსახურდიამ და მ.კოსტავამ შექმნეს ახალგაზრდული ეროვნული იატაკქვეშა ორგანიზაცია "გორგასლიანი".
013. - გალვანოპლასტიკის გამომგონებელია ბორის იაკობი. მანვე პირველმა (1838) გამოიყენა ელექტროძრავა გემის ასამოძრავებლად.
014. თბილისელი მგოსნის და აშუღის, საიათნოვას მემკვიდრის, ჰაზირას ნამდვილი სახელია აბრამ აბრამოვი.
015. კათოლიციზმის ცენტრი, ვატიკანი მსოფლიოს ყველაზე პატარა დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეულია როგორც ტერიტორიით (0,44 კვ.კმ), ასევე მოსახლეობით (911 კაცი).
016. დარიალის ხეობა ისტორიულ წყაროებში სხვადასხვა სახელით იყო ცნობილი: კავკასიის კარი, იბერთა კარი, სარმატთა კარი. მისი ამჟამინდელი სახელი არაბულ-სპარსულ ენებზე ”ალანთა კარს” ნიშნავს.
017. აზერბაიჯანის ოთხი პრეზიდენტიდან სამი გვარად ალიევი იყო (აღსანიშნავია, რომ აბულფაზ ელჩიბეის ნამდვილი გვარი ალიევია).
018. ცნობილი რუსი მწერლის ალექსანდრ პუშკინის პაპის (დედის მხრიდან) მამა - აბრამ განიბალი წარმოშობით ეთიოპიელი თავადის შვილი იყო.
019. კეჩუა სამხრეთ ამერიკის ინდიელი ხალხია. მათ ენასაც კეჩუა ჰქვია, რომელიც მე-15 საუკუნეში ინკების სახელმწიფოს ოფიციალური ენა იყო.
020. ქვეყნის სახელი ტანზანია მიღებულია ტანგანიკისა და ზანზიბარის პირველი მარცვლებისაგან. ამ ქვეყანაში მდებარეობს აფრიკის უმაღლესი მწვერვალი კილიმანჯარო (5895 მ).