თარგი:დღის სტატია:10-9
კორეული დამწერლობა, ჰანგილი (კორ. 한글) ან ჩოსონგილი (კორ. 조선글) არის კორეული ენის ანბანი, რომელმაც კორეაში შეცვალა არაანბანური ჩინეთიდან შემოსული ჰანჯა.
ჰანგილი არის ფონეტიკური ანბანური დამწერლობა, მაგრამ მას მარცვლოვანი დამწერლობის გავლენაც ეტყობა, რაც ასოების მარცვლოვან ბლოკებში გაერთიანებაში გამოიხატება. ანბანი შედგება 14 თანხმოვნისგან და 10 ხმოვნისგან. ჰანგილი ფონეტიკური დამწერლობაა, ანუ ყოველ ბგერას თითო ასო შეესაბამება. ასოთა მოხაზულობა შემუშავებულ იქნა სხვა დამწერლობებისგან დამოუკიდებლად.